Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ორმხრივი ურთიერთობები

 

ორმხრივი ურთიერთობები

იტალია, ევროკავშირის პოლიტიკასთან შეთანხმებით, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს სწრაფვას, დაუახლოვდეს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებს. ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა წარმოადგენს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილს, რომელმაც 2009 წლიდან მნიშვნელოვანი წინსვლა გააკეთა და საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკისათვის მიმზიდველ ქვეყანად აქცია. საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით, 2014 და 2017 წლები ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენით გამოირჩევა: ხელი მოეწერა შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) და ამოქმედდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

incontro presidenti 1

 

იტალია მხარს უჭერს ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო, ნატო, ევროსაბჭო) ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს მზარდი განვითარებისაკენ.

incontro presidenti 4


იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს ნათლად ადასტურებს ორი ქვეყნის მთავრობათა წარმომადგენლების ხშირი შეხვედრები.


ადგილი:

Tbilisi

48