ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

დაუვიწყარი საღამო კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის

16 სექტემბერს 30-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” იწყება. ფესტივალის გახსნით კონცერტზე, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით იმართება, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე მილანის ლა სკალას ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი წასდგება. ბრწყინვალე მუსიკოს-შემსრულებლებისგან დაკომპლექტებული ორკესტრი 1982 წელს შეიქმნა და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე დიდი წარმატებით გამოდის. კონცერტზე ორკესტრთან ერთად დაუკრავენ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ვირტუოზი სიმონიდე ბრაკონი, რომელიც სახელგანთქმულმა დირიჟორმა რიკარდო მუტიმ ლა სკალას თეატრის პირველ ალტად შეარჩია, და შესანიშნავი მუსიკოსი სუელა პიჩირი, რომელიც ტირანასა და პარმის ორკესტრებთან თანამშრომლობის შემდეგ, უკვე რამდენიმე წელია, მილანის ლა სკალას კამერული ორკესტრის მევიოლინეა. ორკესტრს მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. შესრულდება დვორჟაკის, მოცარტისა და ბოსის მუსიკალური ნაწამოებები.

კონცერტი გაიმართება 16 სექტემბერს (დასაწყისი 19:30სთ-ზე), ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ან ცენტრის სალაროში.