ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ფესტივალი “მწვანე საღამოები დავიწყებული ხილის ხეივანში”

26 ივნისს იწყება პირველი ფესტივალი “მწვანე საღამოები დავიწყებული ხილის ხეივანში”, რომელიც ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის თეატრალური, ლიტერატურული და მუსიკალური ღონისძიებებით სავსე პროგრამაშია სალენტოს ფოლკლორული მუსიკის კონცერტი “პიციკა – დედამიწის ხმა” – მუსიკისა და მოძრაობის, უძველესი რიტმებისა და თავბრუდამხვევი ცეკვის უჩვეულო სინთეზი. შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე წარსდგებიან ხალხური ორკესტრის, “ტარანტას ღამეების” სოლისტი კონსუელო ალფიერი, მევიოლინე ვალენტინა მარა, გიტარისტი ჯუ დი მეო და პიციკას შემსრულებელი მოცეკვავე სტეფანია დელა ბონა.
გელით 28 ივნისს, 20:00სთ-ზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.