ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიური კინოს მეხუთე მსოფლიო კვირეული

დაიწყო იტალიური კინოს მეხუთე მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროს ინიციატივით, იტალიის კულტურის სამინისტროსთან, კინოწარმოების ეროვნულ ასოციაციასთან (ANICA), საგარეო ვაჭრობის სააგენტოსა (ICE), Luce-Cinecittà-ს ინსტიტუტთან, იტალიური ფილმების კომისიების ასოციაციასთან (Italian Film Commissions) და იტალიის კინოაკადემიასთან (კინოპრიზი „დონატელოს დავითი“) თანამშრომლობით 2022 წლის 13 ივნისიდან 19 ივნისამდე იმართება. მისი მიზანია იტალიური კინემატოგრაფის პოპულარიზაცია უცხოეთში. კვირეული ეძღვნება ყველა იმ პროფესიის წარმომადგენლებს (მსახიობებს, რეჟისორებს, სცენარისტებს, ოპერატორებს, კომპოზიტორებს, მემონტაჟეებს და სხვ.), რომელთა გარეშეც რთული და კომპლექსური კინოსამყაროს არსებობა შეუძლებელია.

კვირეულის ფარგლებში მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, ინტერვიუები და კინომასალები ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის ონლაინ პორტალზე Italiana და ვებპლატფორმაზე MyMovies.

წარმოდგენილი იქნება:
Italian Renaissance – „იტალიური რენესანსი“ – საუბრების ციკლი თანამედროვე იტალიური კინემატოგრაფის იმ თვალსაჩინო წარმომადგენლებთან, რომელთა მიმართ დიდია განახლებული ინტერესი საერთაშორისო ფესტივალებისა და კინოკრიტიკოსების მხრიდან. საუბრების ციკლს, რომელიც რომის კინემატოგრაფიის ფონდის (Fondazione Cinema per Roma) მიერ არის მომზადებული, თან ერთვის თითოეული რესპონდენტის მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

Italian Screens – იტალიის კინოაკადემიისა და კინოწარმოების ეროვნულ ასოციაციის (ANICA) მხარდაჭერით წარმოდგენილი იქნება კინოპრიზ „დონატელოს დავითის“ 2022 წლის ფინალის ხუთი საუკეთესო ნამუშევარი მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში.

ინტერვიუ ალესანდრო გასმანთან და ფაბრიციო კორალოს დოკუმენტური ფილმი „მე გასმანი ვარ! კომედიის მეფე“ იტალიური კინოს ერთ-ერთი ლეგენდარული ფიგურის – ვიტორიო გასმანის დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით.

წლევანდელი წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვან თარიღთან – პიერ პაოლო პაზოლინის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით ბოლონიის კინოთეკამ (Cineteca di Bologna) მოამზადა „პაზოლინი 100“ – სხვადასხვა ავტორის მიერ მომზადებული პაზოლინის ფილმების ვიდეოპრეზენტაციების ციკლი.