ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიური ვერიზმი თბილისში, მე-16 საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალზე

იტალიის საელჩო საქართველოში წელსაც მონაწილეობს საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალში. კონცერტზე, რომელიც იტალიურ ვერიზმს ეძღვნება და ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით იმართება, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე წარსდგებიან არაჩვეულებრივი მომღერლები – მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ აღიარებული იანო ალიბეგაშვილი და უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი, სახელგანთქმული იტალიელი ტენორი ვალტერ ფრაკარო, რომელიც დიდი წარმატებით გამოდის მსოფლიოს ისეთი ცნობილი საოპერო თეატრების სცენებზე, როგორიცაა მილანის “ლა სკალა”, “არენა დი ვერონა”, ციურიხის “ოპერნჰაუსი” და ნიუ-იორკის “მეტროპოლიტენ ოპერა”.

dalla pascqua poster orizzontale

კონცერტზე შესრულდება არიები პუჩინის, მასკანის, ლეონკავალოს, ჯორდანოსა და ჩილეას ოპერებიდან. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს.