ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

სემინარი „გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია: იტალიიდან საქართველოში“

25 ნოემბერს „ფაბრიკის” მრავალფუნქციურ სივრცეში გაიმართა სემინარი „გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია: იტალიიდან საქართველოში”. ღონისძიება გახსნეს იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ და საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. სემინარმა, რომელიც იტალიური სამზარეულოს მეექვსე მსოფლიო კვირეულის მთავარ თემებს, ეკოლოგიურ კვებით კულტურასა და ბიომრავალფეროვნებას ეძღვნებოდა, დიდი წარმატებით ჩაიარა. მომხსენებლებმა, პოლენცოს გასტრონომიულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, დანიელე ჩერატომ და მაურო ძოკიმ, რომლებიც საქართველოში იტალიის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდნენ, ღონისძიების სტუმრებს გააცნეს პოლენცოს გასტრონომიულ მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და „სლოუ ფუდის” ბიომრავალფეროვნების დაცვის ფონდის მიღწევები და ის იტალიური გამოცდილება გაუზიარეს, რომლის გამოყენება ახლა უკვე საქართველოშიც შეიძლება პროექტის „Ark of Taste – Atlas of Georgia” მეშვეობით. პროექტი პოლენცოს გასტრონომიულ მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მიერ ხორციელდება და მასში საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი დალილა ცატავა მონაწილეობს. პროექტის მიზანია, იტალიური გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენებით, ქართული გასტრონომიული საგანძურისა და საქართველოში წარმოდგენილი კვებითი მრავალფეროვნების აღწერა და, შედეგად, ამ ფასდაუდებელი გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა.
სემინარის დასასრულს კი გაიმართა პიემონტეს რეგიონის ტრადიციული კერძებისა და სასმელების დეგუსტაცია.