ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

შესაძლებლობები: ფოტოკონკურსი „იტალიურობა საქართველოში“

არქიტექტურის, დიზაინისა და რესტავრაციის დარგებში იტალიური მიღწევების პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებული ღონისძიებისAdvancing on the Italian Design Days in Georgia” ფარგლებში, იტალიის საელჩო თბილისში, დიზაინის ევროპულ ინსტიტუტთან (IED) თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ ფოტოკონკურსს “იტალიურობა საქართველოში”.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი ასაკის მქონე საქართველოს მოქალაქეებს. მსურველებმა ელ. ფოსტის მისამართზე primosegr.tbilisi@esteri.it უნდა გააგზავნონ საქართველოს პეიზაჟის, ხელოვნების, კულტურისა თუ დიზაინის ამსახველი ფოტოსურათები, რომლებიც იტალიურ დიზაინს, ხელოვნებასა და კულტურას ეხმაურება. შესაძლებელია ფოტოსურათებზე აღბეჭდილი იყოს შენობები, ობიექტები, ყოფისა და ყოველდღიურობის ამსახველი მომენტები, ადამიანები და ადგილები. ფოტონამუშევრების მხატვრული ღირებულება შეფასდება იტალიასა და საქართველოს შორის სახელოვნებო და კულტურული კავშირის კუთხითაც.

ფოტოსურათების გაგზავნა აღნიშნულ ელ. ფოსტის მისამართზე შესაძლებელია 2021 წლის 16 ივნისის 12:00სთ-მდე (საქართველოს დროით). გამარჯვებულ ნამუშევრებს დიზაინის ევროპული ინსტიტუტისა (IED) და იტალიის საელჩოს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.

პირველი პრემიის სახით, გამარჯვებული მიიღებს დიზაინის ევროპულ ინსტიტუტის (IED) მიერ შემოთავაზებულ სტიპენდიას, IED-ის იტალიის ერთ-ერთ ფილიალში 2022 წლის საზაფხულო კურსზე სასწავლებლად. გარდა ამისა, IED უზრუნველყოფს კონკურსთან დაკავშირებული ბრიფინგის ჩატარებას, გამოგზავნილი ნამუშევრები კი, ავტორის ვინაობის მითითებით, საელჩოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდება. გარდა ამისა, საელჩო გასცემს კონკურსში მონაწილეობის სერტიფიკატებს და ჟიურის მიერ გამოვლენილ საუკეთესო ნამუშევარს დააჯილდოვებს პრემია-სიურპრიზით, რომელიც იტალიურ ნაწარმთან იქნება დაკავშირებული. შეგახსენებთ, რომ ზემოთ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე აღნიშნულ ვადებში ფოტოსურათის გამოგზავნა გულისხმობს ფოტონამუშევრის გამოქვეყნებაზე თანხმობას იტალიის და ევროკავშირის საავტორო უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობის თანახმად.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა, რომლის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.

photo4a