ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

“Italiana, ენა, კულტურა და კრეატიულობა”, ახალი ვებ-პორტალი, რომელიც დღევანდელ იტალიაზე მოგითხრობთ

4 მარტიდან ამოქმედდება იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი ახალი ვებ-პორტალი “Italiana” (italiana.esteri.it), რომლის მიზანია იტალიური ენის, კულტურისა და კრეტიულობის პოპულარიზაცია. ვებ-პორტალი, რომელიც რამდენიმე სექციისგან შედგება (“კულტურა და კრეატიულობა”, “ენა და განათლება”, “შესაძლებლობები” და “ვინ ვართ”), ხელმისაწვდომი იქნება ინგლისურ ენაზეც.

სხვადასხვა ვებ-სერიების, დოკუმენტური ფილმების, პოდკასტების, კულტურულ ღონისძიებებთან და პროექტებთან დაკავშირებული სტატიებისა და სიახლების გარდა, თქვენ შეძლებთ გაეცნოთ უცხოეთში მოქმედი იტალიური კულტურის ცენტრების, სკოლების, უცხოურ უნივერსიტეტებში იტალიური ენისა და ლიტერატურის კათედრებისა და იტალიის მიერ დაფინანსებული არქეოლოგიური მისიების საქმიანობასაც.

ვებ-პორტალის პრეზენტაცია გაიმართება 4 მარტს, 15:00სთ-ზე (იტალიური დროით), ონლაინ რეჟიმში, სამინისტროს YouTube-ის არხზე.

italiana logo