ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას დაბადების ასი წლისთავი

წელს ორი დიდი კინოხელოვანის, უმნიშვნელოვანესი იტალიელი რეჟისორის, ფედერიკო ფელინისა და პოეტის, მწერლისა და სცენარისტის, ტონინო გუერას დაბადების ასი წლისთავი აღინიშნება. მათი ერთობლივად შექმნილი ფილმები, რომლებიც მაშინვე იქცა კინოკლასიკად, მოგვითხრობს იტალიაზე, იტალიელებზე და რაც მთავარია, უბრალოდ, ადამიანებსა და მათ გრძნობებზე.

ორი დიდი მაესტროს გასახსენებლად ჩვენი საელჩო, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალთან ერთად, სხვადასხვა ღონისძიებებს გამართავს: 3 ოქტომბერს გაიხსნება გამოფენა “ფედერიკო ფელინის “8½” პოლ რონალდის ფოტოსურათებში“. ექსპოზიცია, რომლის კურატორი ანტონიო მარალდი გახლავთ, წარმოადგენს ამ ფილმის გადასაღები მოედნის, რეჟისორისა და მთავარი როლის შემსრულებლის, მარჩელო მასტროიანის ამსახველ 30 ფოტოსურათს.

3 ოქტომბერს ნაჩვენები იქნება 1963 წელს გადაღებული და ორი “ოსკარით” დაჯილდოებული სიურეალისტური ფილმი ““, რომელიც წარმოადგენს ფირზე გადატანილ რეჟისორის ჩანაწერებსა და ნააზრევს.

8 ოქტომბერს ნაჩვენები იქნება ფილმი “ამარკორდი” (1973წ.). ამ ფილმით ფელინი და გუერა მათთვის მშობლიურ ადგილს, რომანიას უბრუნდებიან. მართლაც, “ამარკორდი” ნამდვილ თუ გამოგონილ ამბებსა და მოგონებებზე აგებული ფილმია, რომელზეც თავად გუერა ასე ამბობდა: “ჩვენ შევძელით და სამყაროს ბავშვობა ვაჩუქეთ”.

9 ოქტომბრის ღონისძიება ტონინო გუერას მიეძღვნება: წარმოდგენილი იქნება ქართველი რეჟისორის მიხეილ მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმი “გამარჯობა, ქარი ქრის“, რომელიც ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით შეიქმნა.

10 ოქტომბერს ნაჩვენები იქნება 1960 წელს გადაღებული და იმდროინდელი ეპოქის სიმბოლოდ ქცეული ფილმი “ტკბილი ცხოვრება“, რომელიც იტალიური და მსოფლიო კინემატოგრაფის შედევრად არის აღიარებული (დასაწყისი 19:00სთ-ზე).

poster versione finale 0

ფილმების ჩვენება გაიმართება სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმის შიდა ეზოში (შოთა რუსთაველის გამზ. 3).
დასაწყისი: 19:30სთ.
ფილმები ნაჩვენები იქნება იტალიურ ენაზე, ქართული სუბტიტრებით.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.