ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

გაეტანო დონიცეტის ოპერა “სიყვარულის ნექტარი” თბილისში

კიდევ ერთი იტალიური მონაწილეობა საქართველოს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში: სცენაზეა დიდი იტალიელი საოპერო კომპოზიტორის, გაეტანო დონიცეტის შედევრი “სიყვარულის ნექტარი”, სპექტაკლი, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, Auditorio de Tenerife-სა და ბოლონიის Teatro Comunale-ს თანაპროდუქციაა და ხორციელდება პროექტის “Opera(e)Studio” ფარგლებში, ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა” თანადაფინანსებით და „შემოქმედებითი საქართველოსა” და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით.

საოპერო მუსიკის მოყვარულებს ნამდვილი საჩუქარი ელით: ფელიჩე რომანის ლიბრეტოს მიხედვით შექმნილი ორმოქმედებიანი კომიკური ოპერა თბილისის სცენაზე ოთხჯერ იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია პაბლო მარიტანო, წამყვან პარტიებს კი ახალგაზრდა უცხოელი მომღერლები ასრულებენ, მათ შორის, პრესტიჟული საოპერო კონკურსების გამარჯვებული ნიჭიერი იტალიელი სოპრანო მარია რიტა კომბატელი.

პროექტის “Opera(e)Studio” ფარგლებში განხორციელებული წარმოდგენის პრემიერამ წარმატებით ჩაიარა ესპანეთში, საქართველოდან კი სპექტაკლი იტალიაში გაემგზავრება და ბოლონიის Teatro Comunale-ს სცენაზე შესრულდება.

სად და როდის: თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, 26, 27, 29 თებერვალს და 1 მარტს (დასაწყისი: 19:00სთ-ზე).

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.

poster