ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

პრასტოს ახალი სკულპტურა თბილისში

Omne vivum ex ovo (ლათ. “ყოველივე ცოცხალი კვერცხიდან ჩნდება”). თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქართველი მოქანდაკის, პრასტოს (ვაჟა მიქაბერიძის) ახალი სკულპტურა N’Uovo გაიხსნა. თბილისში დაბადებული ეს უაღრესად საინტერესო ხელოვანი 1993 წლიდან იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს: თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა ფლორენციაში, რიჩის აკადემიაში გააგრძელა. ამჟამად პიეტრასანტაში (ვერსილია) ცხოვრობს, რომელსაც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ დიდი მიქელანჯელო სტუმრობდა, ახლა კი აქ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უამრავი მოქანდაკე მოღვაწეობს. სამი წლის წინ ქართველმა ხელოვანმა ასეთივე სკულპტურა საჩუქრად ვერსილიანას პარკს გადასცა. “კვერცხი შემოქმედებითობის სიმბოლოა, იმ ხელოვანის ხელწერა, რომელსაც ჩვენი ქვეყნების დაახლოვებაში საკუთარი წვლილი შეაქვს“, – აღნიშნა იტალიის ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ. სკულპტურა მოძრავია და ქარის დროს ტრიალებს.

prasto 6