ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ანტიკური რომის სუფრის ტრადიციები

ციცერონი წერს: „ჩვენმა წინაპრებმა კარგი ქნეს, მეგობრების თავშეყრა ნადიმებად რომ აქციეს, რადგან ცხოვრებასთან თანაზიარებისთვის ეს მნიშვნელოვანია”. დროის განაწილება ხშირად დღის განმავლობაში მიღებული საკვების მიხედვით ხდებოდა. ამასთან, განასხვავებდნენ ყოველდღიური კვების წესს ნადიმებისგან.

არქაულ დროში რომაელები საკვებს, ჩვეულებრივ, დღეში ორჯერ შეექცეოდნენ. კერძები ბურღულეულით, მარცვლეულითა და ბოსტნეულით მზადდებოდა. ძირითადი კერძი კორკოტი იყო, რომლის მოსამზადებლადაც, დაფქვილ ხორბალს ან მთლიან მარცვლებს წყალში ხარშავდნენ და მარილს ამატებდნენ.

დროსთან ერთად, რომაელებმა ახალი ჩვევები გამოიმუშავეს და სამჯერად კვებაზე გადავიდნენ, რომელიც შედგებოდა: ადრიანი საუზმისგან, შუადღის ხემსისა და საღამოს ვახშმისგან.

guida 3
საუზმეზე რომაელები ძირითადად, პურს და ყველს მიირთმევდნენ, ხანდახან ზეთისხილს, ხილის ჩირს, რძესა და თაფლსაც ატანდნენ. შუადღის ხემსი ხილ-ბოსტნეულისგან, მარცვლეულისა და კვერცხისგან შედგებოდა. რომაელები შუადღისით ტავერნებში ან თერმოფოლიუმებში (ანუ სასადილოებში), ფეხზე მდგომები ან დამსხდრები სადილობდნენ. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ვახშამს ენიჭებოდა, რომელიც ყველასთვის ერთ დროს (14-დან 16 საათამდე), ბანაობის შემდეგ იწყებოდა და, საგანგებო ნადიმებს თუ არ ჩავთვლით, დაღამებამდე სრულდებოდა ხოლმე.