ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

გამოფენა “სელას კვალდაკვალ – სვანეთი 130 წლის შემდეგ”

2019 წლის 7 ივნისიდან 7 ივლისამდე მესტიის სვანეთის მუზეუმი მასპინძლობს მულტიმედიურ გამოფენას “სელას კვალდაკვალ – სვანეთი 130 წლის შემდეგ”. გამოფენა, რომელიც სრულად დაფინანსდა ჩვენი საელჩოს მიერ, იმართება საქართველოს ეროვნულ არქივთან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფესტივალ “ქოლგა თბილისი ფოტოსთან” თანამშრომლობით.

ექსპოზიცია, რომლის კურატორები არიან პიემონტელი ჟურნალისტი მონიკა ელენა და სიცილიელი ფოტოგრაფი სალვატორე კოსტა, ეძღვნება ქალაქ ბიელაში დაბადებულ იტალიელ ალპინისტსა და ფოტოგრაფს, ვიტორიო სელას და მის ფასდაუდებელ ფოტომემკვიდრეობას: სამი ექსპედიციის დროს (1889, 1890 და 1896) გადაღებულ სურათებს, რომლებმაც იმდროინდელი საქართველოს პეიზაჟები და ადამიანთა სახეები შემოგვინახა.

გამოფენაზე, ვიტორიო სელას ფოტოსურათებთან ერთად, წარმოდგენილია მისი ექსპედიციებიდან 130 წლის შემდეგ გადაღებული ფოტო და ვიდეოგამოსახულებები, სადაც აღბეჭდილია, როგორ შეცვალა დრომ სვანეთის მთები, ადამიანები და ადგილობრივი ტრადიციები.

sella locandina versione 1