ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

სამი იტალიელი პოეტი და მწერალი ქალი საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე

17 მაისს მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იწყება, რომლის ფარგლებში გელოდებათ ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გამართული ორი ღონისძიება: 18 მაისს, 16:00სთ-ზე, მწერალთა სახლში ჩატარდება შეხვედრა ანიტა პისკაცისთან, რიტა პაჩილიოსა და როზარია ლო რუსოსთან. იტალიელი პოეტი ქალები საკუთარ ლექსებს წაიკითხავენ, ქართულ ენაზე თარგმანს კი ნუნუ გელაძე გაგაცნობთ. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის “ცოცხალი წიგნები” ნაწილია და ნოდარ დუმბაძის ფონდის ორგანიზებითა და თბილისის მერიის პატრონაჟით იმართება.

19 მაისს, 19:00სთ-ზე მწერალთა სახლში გელით შეხვედრა მელანია მაცუკოსთან, რომლის წიგნები 24 ენაზე ითარგმნა. მაცუკოს რომანი “ვიტა”, რომელიც 2003 წელს იტალიის პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით “Strega” დაჯილდოვდა, ახლა უკვე ქართულ ენაზეცაა – ხათუნა ცხადაძის შესანიშნავი თარგმანი “სულაკაურის გამომცემლობამ” დაბეჭდა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ხელშეწყობით, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იტალიური მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის სხვა ენებზე თარგმნასა და გავრცელებაში.

mazzucco vita