ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

სახელგანთქმული იტალიელი მუსიკოსები საერთაშორისო ფესტივალზე “აღდგომიდან ამაღლებამდე”

იტალიის საელჩო თბილისში წელსაც მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალში “აღდგომიდან ამაღლებამდე”. რიგით მე-13 ფესტივალის პირველ კონცერტში, რომელიც ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით იმართება, ვერდის ოტელოს პარტიის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებელთან, ლიტველ ტენორთან ქრისტიან ბენედიქტთან და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი იტალიელი მუსიკოსები: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდი დარბაზის სცენაზე წარსდგება პრესტიჟული კონკურსის Operalia-ს გამარჯვებული ბარიტონი ვიტორიო ვიტელი, რომელიც მსოფლიოს უდიდესი საოპერო თეატრების სცენებზე დიდი წარმატებით გამოდის ცნობილ დირიჟორებთან (კლაუდიო აბადოსთან, ზუბინ მეტასთან, კარლო რიცისა და დანიელ ორენთან) ერთად. ორკესტრს უდირიჟორებს ატილიო ტომაზელო, რომელიც ბევრი წელია, თანამშრომლობს ისეთ სახელგანთქმულ საოპერო თეატრებთან, როგორიცაა “არენა დი ვერონა”, “ბერლინის დოიჩე ოპერა”, ნიცისა და პალმა-დე-მაიორკას თეატრები.

გელით 12 აპრილს, 19:00სთ-ზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდი დარბაზში. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ან თეატრის სალაროში. არ გამოგრჩეთ!