Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და პოლიტიკური სისტემა

 

საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და პოლიტიკური სისტემა

საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები:

პრეზიდენტი
პარლამენტი
საგარეო საქმეთა სამინისტრო

პოლიტიკური სისტემა:

მმართველობის ფორმა: ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა
ადმინისტრაციული მოწყობა: 9 რეგიონი, 1 ქალაქი და 2 ავტონომიური რესპუბლიკა
რეგიონები: გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი
დედაქალაქი: თბილისი
ავტონომიური რესპუბლიკები: აფხაზეთი და აჭარა
შენიშვნა: ამჟამად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა (რუსეთისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის გარდა) არ ცნობს მათ დამოუკიდებლობას.

დამოუკიდებლობა: 1991 წლის 9 აპრილი (საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლება).

კონსტიტუცია: წინა კონსტიტუციები მიღებული იქნა 1921 და 1978 წლებში. ამჟამინდელ კონსტიტუციაში, რომელიც მიღებულ იქნა 1995 წლის 24 აგვისტოს და ძალაში შევიდა 1995 წლის 17 ოქტომბერს, მომდევნო წლებში სხვადასხვა ცვლილებები შევიდა.

სამართლებრივი სისტემა: კონტინენტური ევროპის სამართალი

არჩევნებში ხმის მიცემის უფლება: საყოველთაო საარჩევნო უფლება18 წლიდან
სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი (2013 წლის 17 ნოემბრიდან)
არჩევნები: პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით (მისი არჩევა მხოლოდ ორჯერაა შესაძლებელი). ბოლო არჩევნები ჩატარდა 2013 წლის 27 ოქტომბერს.
არჩევნების შედეგები: გიორგი მარგველაშვილი - 62,1%, დავით ბაქრაძე - 21,7%, ნინო ბურჯანაძე - 10,2%, სხვები - 6%.

აღმასრულებელი ხელისუფლება:

მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი (2015 წლის 30 დეკემბრიდან)
მთავრობის შემადგენლობა

საკანონმდებლო ხელისუფლება:

ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი, აქედან 73 წევრი აირჩევა მაჟორიტარული სისტემით, 77 წევრი აირჩევა პროპორციული სისტემით. პარლამენტი აირჩევა 4 წლის ვადით).
ბოლო არჩევნები: გაიმართა 2016 წლის ოქტომბერში.
არჩევნების შედეგები: ქართული ოცნება - 115 (44 პროპორციული და 71 მაჟორიტარული სისტემით); ევროპული საქართველო (ყოფილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) - 21; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 6; პატრიოტთა ალიანსი - 6.

სასამართლო ხელისუფლება:

უზენაესი სასამართლო (საბოლოო ინსტანციის ორგანო, შედგება სხვადასხვა პალატისგან. მოსამართლეები აირჩევიან არანაკლებ 10 წლის ვადით) და საკონსტიტუციო სასამართლო (შედგება 9 მოსამართლისგან, რომლებიც აირჩევიან 10 წლის ვადით).
მოსამართლეთა დანიშვნა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 წევრს ირჩევს პარლამენტი, 3 წევრს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.
უზენაეს სასამართლოს დაქვემდებარებული სასამართლოები: სააპელაციო სასამართლო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოები.

საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა და მონაწილეობა:

ADB, BSEC, CD, CE, EAPC, EBRD, FAO, G-11, GCTU, GUAM, IAEA, IBRD, ICAO, ICC, ICRM, IDA, IFAD, IFC, IFRCS, ILO, IMF, IMO, Interpol, IOC, IOM, IPU, ISO, ITSO, ITU, ITUC, MIGA, OAS (დამკვირვებელი), OIF (დამკვირვებელი), OPCW, OSCE, PFP, SELEC (დამკვირვებელი), UN, UNCTAD, UNESCO, UNIDO, UNWTO, UPU, WCO, WHO, WIPO, WMO, WTO


17