Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

სემინარების ციკლი "ახალი ტექნოლოგიები და კულტურული მემკვიდრეობა: იტალიური გამოცდილება"

 

სემინარების ციკლი

"ჩვენ ათასწლოვანი კულტურები გვაქვს. შესაბამისად, მათი დაცვის ვალდებულებაც გვაკისრია.
მეგობრობა გაზიარებასაც ნიშნავს და ჩვენ გიზიარებთ ჩვენს საუნჯეს.
ჩვენთვის ყველასთვის საამაყო მოვლენაა თბილისში ისეთ მსოფლიოში ცნობილი გენიოსების ნამუშევრების გამოფენა, როგორიცაა ბოტიჩელი, მიქელანჯელო, ტიციანი, ბერნინი.
ახალგაზრდები უშუალოდ ეცნობიან კაცობრიობის საგანძურს, რომელსაც იტალია დიდი სიყვარულით პატრონობს. ინსტიტუციებისთვის ეს თანამშრომლობის კარგი საშუალებაა".

                                                                                                                        იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა
                                                                                                                        თსუ, 2018 წლის 17 ივლისი


თბილისში იტალიის საელჩოს მიერ ჩაფიქრებული სემინარების ციკლის მიზანია მუზეუმების დაპროექტებასთან, მოწყობასა და მართვასთან დაკავშირებული საკითხების კვლევა და ტექნოლოგიებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაციის ურთიერთკავშირის შესწავლა.

ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის აქტიური მხარდაჭერით ორგანიზებული სემინარები იმართება იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსთან და ქართულ ინსტიტუციებთან (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან) თანამშრომლობით და ემსახურება ქართული მხარისთვის იტალიის სამეცნიერო მიღწევებისა და სამუზეუმო სფეროში მომუშავე მოწინავე კომპანიების გამოცდილების გაზიარებასა და დაინტერესებულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობას.


convegni 1

პირველი სემინარი თემაზე "იმერსიული გამოფენები და თხრობის ხელოვნება: საზოგადოების ჩართვა და წარსულისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება" გასული წლის 26 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა. ღონისძიება, რომელშიც სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან ერთად, რამოდენიმე იტალიური კომპანია მონაწილეობდა, მიეძღვნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში გამოყენებულ ვირტუალურ ტექნოლოგიებს. ეს ტექნოლოგიები სახეს უცვლის მუზეუმის როლსა და ფუნქციებს, რის შედეგადაც სამუზეუმო ექსპონატი უფრო თავისუფლად და მარტივად აღიქმება. განახლებულია საკუთრივ კვლევითი მეთოდები და მიდგომა, რომელიც განსხვავებული სპეციალიზაციების მქონე მეცნიერების ჩართვას გულისხმობს.


convegni 4

მეორე სემინარი 28 იანვარს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა და მიეძღვნა თემას "21-ე საუკუნის მუზეუმების დაპროექტება და მართვა". მონაწილეებმა მსმენელს გააცნეს იტალიური მიღწევები მუზეუმის მოწყობის სხვადასხვა სფეროში და წარმოადგინეს 21-ე საუკუნის მუზეუმში ხელოვნების ნიმუშების დაცვისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტების მთელი სპექტრი: საექსპოზიციო ვიტრინები, სამუზეუმო სივრცის დაგეგმარება, კულტურული მემკვიდრეობის უკეთ წარმოსაჩენად და მნახველის მოსაზიდად გამოყენებული მეცნიერების სხვადასხვა დარგები და ინოვაციური ტექნოლოგიები.

მესამე ღონისძიება "როგორ შეიძლება ძველი ქალაქი ჭკვიან ქალაქად იქცეს?", რომელიც 8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, შეეხო "ჭკვიანი ქალაქის" კონცეფციასა და ისტორიული ქალაქებისა თუ ურბანული გარემოს რეკვალიფიკაციისა და განვითარების თემას.

convegni 2


ადგილი:

Tbilisi

1122