იტალიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობა ეფუძნება მდიდარ და მრავალსაუკუნოვან ორმხრივ კავშირებს. ეს ინტენსიური ურთიერთობა ჯერ კიდევ ნაკლებადაა ცნობილი იტალიის ფართო საზოგადოებისათვის. სწორედ ამიტომაც ჩავთვალეთ საჭიროდ, აქტუალურ სიახლეებთან ერთად, ისტორიული ხასიათის მქონე მცირე ექსკურსის გამოქვეყნება.
იტალიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობები ეფუძნება 1997 წელს ხელმოწერილ და 1998 წელს რატიფიცირებულ შეთანხმებას კულტურულ და სამეცნიერო თანამშრომლობაზე. უკანასკნელი ოქმი ხელმოწერილი იქნა 2016 წლის ნოემბერში. თანამშრომლობის ყველაზე წარმატებული სფეროებია: ხელოვნების, არქეოლოგიის, საოპერო ხელოვნების, კინემატოგრაფისა და თეატრის სფეროები, სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლება, იტალიური ენის სწავლება და იტალიის მთავრობის მიერ ქართველი ახალგაზრდებისათვის გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიები. იტალია ტრადიციულად დიდი ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ საკუთარი კულტურის გავრცელებას, არამედ საქართველოს კულტურული ორგანიზაციების მხარდაჭერას ამ ქვეყნის უზარმაზარი კულტურული და ჰუმანური მემკვიდრეობის სათანადოდ დაფასება-აღიარების საქმეში. კულტურული ურთიერთობების კონცეფცია ჩართულია მზარდი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის სტრატეგიის საერთო სურათში.
იტალიასთან ურთიერთობის არაჩვეულებრივი განვითარებას დასაბამი საქართველოში ცალკეული პიროვნებების, ასოციაციების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ინიციატივებმა მისცა. საკმარისია გავიხსენოთ მჭიდრო მეგობრობა ორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებებს შორის, რომლის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია: "დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი", რომლის მიზანია იტალიური ენისა და კულტურის გავრცელება-ხელშეწყობა; ქ. თბილისის სკოლა "ცისკარი" ორენოვანი სექტორით, სადაც ზოგიერთი საგანი ჩვენს ენაზე ისწავლება; ანტიკური კოლხეთის ძირძველ მიწაზე მომუშავე მრავალრიცხოვანი იტალიური არქეოლოგიური მისიები, რომელთა შორის აღსანიშნავია ფლორენციის უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი მონაწილეობა დმანისის პალეონთოლოგიურ გათხრებში (ამ გათხრებისას გაკეთებული მსოფლიო მნიშვნელობის მქონე აღმოჩენები ცვლის ადამიანის წარმოშობის აქამდე მიღებულ თეორიას და ადასტურებს ქართული სამოქალაქო საზოგადოების ევროპულ ღირებულებებს, სადაც იტალიას განსაკუთრებული ადგილი უკავია).
2023 წელს იტალიის საელჩოს კულტურული საქმიანობა ხორციელდება „პლატინის სპონსორის" დახმარებით:
2022 წლის კულტურული ღონისძიებების დეტალური ჩამონათვალის სანახავად დააჭირეთ აქ.
2021 წლის კულტურული ღონისძიებების დეტალური ჩამონათვალის სანახავად დააჭირეთ აქ.
2020 წლის კულტურული ღონისძიებების დეტალური ჩამონათვალის სანახავად დააჭირეთ აქ, გაეცანით ამ ვებგვერდსა და, ასევე ჩვენს Facebook გვერდზე განთავსებულ სიახლეებს.
2019 წლის კულტურული ღონისძიებების დეტალური ჩამონათვალის სანახავად დააჭირეთ აქ.
2018 წლის კულტურული ღონისძიებების სანახავად დააჭირეთ აქ.
2017 წლის კულტურული ღონისძიებების სანახავად დააჭირეთ აქ.
ხოლო 2016 წელს ჩატარებული კულტურული ღონისძიებების სანახავად დააჭირეთ აქ.
ძალიან ინტენსიურია, ასევე, ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა სამეცნიერო სფეროში. დეტალებისთვის დააჭირეთ აქ.
სასარგებლო ბმულები:
იტალიის კულტურის სამინისტრო
ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკების სისტემა
ვენეციის ბიენალე
ICon - იტალიური კულტურის პორტალი
მუსიკა იტალიაში
Miur - იტალიის განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტრო
Enit - იტალიის ტურიზმის ეროვნული სააგენტო
იტალიური Touring Club