Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

პრეზიდენტი სააკაშვილი რომში, იტალიის ეროვნულ დღესასწაულზე

თარიღი:

13/03/2012



პრეზიდენტი სააკაშვილი რომში, იტალიის ეროვნულ დღესასწაულზე

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სხვა ქვეყნების მეთაურებთან ერთად, ქ. რომში ესწრება 2 ივნისთან დაკავშირებულ საზეიმო ცერემონიას, რომელიც წელს იტალიის გაერთიანების 150 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში აღინიშნება.

 

საქართველო წარმოდგენილი იქნება ხვალინდელ სამხედრო აღლუმზეც: თბილისიდან ჩამოფრინდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილე ოთხმოცი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, რომის ცენტრში იმპერიის ფორუმებზე საქართველოს დროშას ააფრიალებს.

 

2 ივნისის საზეიმო აღნიშვნის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვებგვერდზე:
http://www.quirinale.it/elementi/Continua.aspx?tipo=Notizia&key=17401

 

 

Logo

 


360