Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

კალაბრიის რეგიონის პრეზიდენტი სკოპელიტი იმყოფება საქართველოში ვიზიტით

თარიღი:

28/05/2012


კალაბრიის რეგიონის პრეზიდენტი სკოპელიტი იმყოფება საქართველოში ვიზიტით

თბილისი- საქართველოში ვიზიტით იმყოფება კალაბრიის რეგიონის პრეზიდენტი ჯუზეპე სკოპელიტი, რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტი ფრანჩესკო ტალარიკო და მრჩეველი ჯოვანი ნუჩერა.
25 მაისს დელეგაცია შეხვდა იტალიის ელჩს საქართველოში ფედერიკა ფავის, რომელმაც სტუმრებს გააცნო საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალი, საქართველოსა და იტალიას შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობები. მინისტრმა დიასპორის საკითხებში, მირზა პაპუნა დავითაიამ მადლობა გადაუხადა კალაბრიას იმ მასპინძლობისათვის, რომელსაც რეგიონი უწევს ოთხი ათას ქართველს, მცხოვრებს კალაბრიის ტერიტორიაზე.
26 მაისს დელეგაცია და ელჩი ფავი  ერთად დაესწრნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულს ქ. ქუთაისში, ქვეყნის მეორე ქალაქში.
პრეზიდენტმა სკოპელიტიმ გამოთქვა სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების იმედი,   როგორც კულტურის სფეროში (რეჯიო კალაბრიის ”დანტე ალიგიერის” უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების მეშვეობით), ასევე კომერციულ და განსაკუთრებით სასურსათო სექტორში.

 

Photo

პრეზიდენ ტიჯუზეპე სკოპელიტი და იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი.  ატილიო მორაბიტოს ფოტო


424