Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიელი პარლამენტარების მონაწილეობა ეუთოს ასამბლეაში (ქ. ბათუმი, 2012 წლის 11-14 მაისი)

თარიღი:

23/05/2012


იტალიელი პარლამენტარების მონაწილეობა ეუთოს ასამბლეაში (ქ. ბათუმი, 2012 წლის 11-14 მაისი)

ბათუმი, 2012 წლის 14 მაისი - იტალიის პარლამენტის ცხრა წევრისგან შემდგარმა დელეგაციამ პარლამენტარ რიკარდო მილიორის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაში, რომელიც 11-14 მაისს ქ. ბათუმში გაიმართა. პარლამენტარ რიკარდო მილიორს ამჟამად ამ ასამბლეის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა უკავია.
ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობა იტალიის ელჩმა ფედერიკა ფავიმაც მიიღო, ოცდაათი ქვეყნის ორასამდე წარმომადგენელი დაესწრო. კონფერენციაზე განხილულ თემებს შორის იყო კორუფციასთან ბრძოლა, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ენერგოუსაფრთხოება და მიგრაციის პროცესის მართვა.
კონფერენციაში მონაწილეობის გარდა, იტალიური დელეგაცია ქ. ბათუმის იტალიურ სკოლასაც ეწვია. აღნიშნული სასწავლებელი 2009 წელს დაფუძნდა, როგორც ქ. თბილისის დაწყებითი და საშუალო სკოლა ”ცისკარის” ფილიალი, სადაც  იტალიური ენა ისწავლება, როგორც მთავარი უცხო ენა (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: /Ambasciata_Tbilisi/Menu/I_rapporti_bilaterali/Cooperazione+culturale/Scuola_uni).

 

Photo


422