ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

3 აპრილის ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს მიქელანჯელოს ჩანახატებს სიქსტეს კაპელასთვის

2 თებერვალს იხსნება გამოფენა „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა. გრაფიკული ნამუშევრები”. ორი თვის განმავლობაში (3 აპრილის ჩათვლით) ქართველ დამთვალიერებელსა და დედაქალაქის მრავალრიცხოვან სტუმარს შესაძლებლობა ექნება, იხილოს მიქელანჯელოს ექვსი ჩანახატი, რომლებიც დაცულია მუზეუმში „კაზა ბუონაროტი”. ფლორენციის მუზეუმში, მიქელანჯელოს რამოდენიმე შედევრის გარდა, მისი 200-ზე მეტი ჩანახატი თუ ხელნაწერი და, ასევე, ბუონაროტის საგვარეულოს სხვადასხვა თაობების მიერ შეგროვებული სურათების, ქანდაკებებისა და არქეოლოგიის ნიმუშების მდიდარი კოლექცია ინახება.

თბილისი პირველად უმასპინძლებს რენესანსის ეპოქის გენიალური იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის, მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564) ნამუშევრებს.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი ჩანახატები ორიგინალობითა და დინამიზმით გამოირჩევა. ისინი შეიქმნა სიქსტეს კაპელას ჭერისა (1508-1512წწ.) და კედლის ფრესკისთვის „უკანასკნელი სამსჯავრო” (1535-1541წწ.), რომლებიც სრულყოფილებისა და სილამაზის სიმბოლოდ და შედევრად არის მიჩნეული.

ყველა დროის უდიდეს ხელოვანად სიცოცხლეშივე აღიარებულმა მიქელანჯელომ, თავისი გამორჩეული ხელწერისა და ვირტუოზული ტექნიკის წყალობით, ფერწერის სრულიად ახალი, უჩვეულო მანერა შექმნა და უგულებელყო მანამდე არსებული და საყოველთაოდ მიღებული იკონოგრაფიის კანონები.

studio di un braccio

სიქსტეს კაპელას ჭერის ერთ-ერთი ფიგურის მკლავი (დაახლ. 1509-1510 წწ.)

გამოფენა, რომლის ორგანიზატორები არიან იტალიის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სხვადასხვა ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ეს ინსტიტუციებია: იტალიური მხრიდან – საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, კულტურის სამინისტრო და პროგრამა “VivereALL’italiana”, ქართული მხრიდან – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, პროექტი Check-in-Georgia და სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია”. გამოფენა იმართება მუზეუმთან „კაზა ბუონაროტი” და კულტურულ ასოციაცია “მეტამორფოზისთან” თანამშრომლობით.

შთამბეჭდავ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ფლორენციელი გენიოსის მიერ ფანქრით შექმნილი სახეები და სხეულები (ხელის ესკიზი ფრესკისთვის “ადამის შექმნა” და ფიგურები ფრესკისთვის “სამოთხიდან განდევნა”), შესაბამისი ფრესკების ვიდეოგამოსახულებებთან ერთად. ასევე, გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ ფილმი „მოგზაურობა მიქელანჯელოს აღმოსაჩენად”.

დეტალური ინფორმაცია გამოფენისა და ექსპონატების შესახებ:

diluvio
მამაკაცის სახე სიქსტეს კაპელას ჭერისთვის (დაახლ. 1509-1510 წწ.)


სტატიები და სიუჟეტები:

ტვ იმედი – სიუჟეტი, 30.01.2018
Sputnik-Georgia – სტატია, 30.01.2018
News.Ge – სტატია, 30.01.2018
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
– პრეს რელიზი, 30.01.2018
Georgian Journal – სტატია, 30.01.2018
ტვ რუსთავი 2 – სიუჟეტი, 31.01.2018
ლიბერალი
– სტატია, 31.01.2018
ნეტგაზეთი – სტატია, 31.01.2018
Agenda.Ge – სტატია, 31.02.2018
On.Ge – სტატია, 31.02.2018
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სტატია, 31.02.2018
ვითიბი ბანკი – პრეს რელიზი, 31.01.2018
ტურიზმის განვითარების ცენტრი – სტატია, 31.02.2018
ტვ იმედი – სიუჟეტი, 31.01.2018
ტვ იმედი – სიუჟეტი, 01.02.2018
ტვ რუსთავი 2 – სიუჟეტი, 01.02.2018
აჭარის ტელევიზია – სიუჟეტი, 01.02.2018
ტვ იბერია – სიუჟეტი, 01.02.2018
OK Magazine – სტატია, 01.02.2018
Artemagazine – სტატია, 01.02.2018
ტვ Mir – სიუჟეტი, 01.02.2018
ტვ რუსთავი 2 – სიუჟეტი, 02.02.2018
Marketer – სტატია, 02.02.2018
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სიუჟეტი, 02.02.2018
ტვ არტარეა – სიუჟეტი, 02.02.2018
Artemagazine – ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის ინტერვიუ, 06.02.2018
Комсомольская правда в Грузии – სტატია, 09-15.02.2018
Аргументы и факты – სტატია, 02.03.2018