Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

რომში ხელი მოეწერება ორმხრივ ”შეთანხმებას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ”

თარიღი:

13/03/2012


რომში ხელი მოეწერება ორმხრივ ”შეთანხმებას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
იტალიის საელჩო საქართველოში

პრესრელიზი

2010 წლის 10 მარტი

2010 წლის 11 მარტს ქ. რომში ხელი მოეწერება ორმხრივ ”შეთანხმებას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ”

11 მარტს დაგეგმილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის ვიზიტი იტალიაში, რომლის განმავლობაში მინისტრი შეხვდება თავის იტალიელ კოლეგას, მინისტრ რობერტო მარონის. ვიზიტი შედგება 2010 წლის პირველ ნახევარში ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ორმხრივი შეხვედრების ინტენსიური პროგრამის ჩარჩოებში, რომელიც დაიწყო თებერვალში ქ. რომში მინისტრების გრიგოლ ვაშაძისა და გიორგი ბარამიძის ვიზიტებით.

მხარეთა შეხვედრის განმავლობაში ხელი მოეწერება ახალ ორმხრივ შეთანხმებას ”დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ”, რომელიც გააძლიერებს თანამშრომლობას დანაშაულის თავიდან აცილებაში, გამოძიებაში, გახსნასა და აღკვეთაში, განსაკუთრებით, ორგანიზებულ დანაშაულთან, ტერორიზმთან, ადამიანებით ვაჭრობასთან, ფულის გათეთრებასთან, უკანონო მიგრაციასა და კომპიუტერულ დანაშაულებთან დაკავშირებულ საკითხებში. ეს შეთანხმება ითვალისწინებს ისეთი სრულყოფილი მექანიზმების შექმნას, როგორიცაა ინფორმაციის გაცვლა და ინფორმაციის მუდმივი განახლება.

გარდა ამისა, ორი მინისტრი განიხილავს პოლიციის თანამშრომლობასთან და პოლიციის ექსპერტების ტრენინგებთან დაკავშირებულ საკითხებს.


333