გასულ 29 ნოემბერს შედგა ქ. პალერმოს მერის, ბატონი ლეოლუკა ორლანდოს ხანმოკლე ვიზიტი საქართველოში. ბატონი ორლანდო ჩამოვიდა ”მსოფლიოში იტალიური ენის მე-12 კვირეულის” ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. წლევანდელი ”იტალიური ენის კვირეულის” მთავარი თემაა ”ტერიტორიების და მომავლის იტალია”. ამასთან დაკავშირებით, ბატონი ორლანდო დაესწრო იტალიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ ქ. პალერმოს ”დიტირამუ”-ს თეატრის წარმოდგენას, სადაც შესრულდა ცეკვები, ლექსები და სიმღერები სიცილიურ დიალექტზე.
საქართველოში ვიზიტისას ბატონ ორლანდოს თან ახლდა სიცილიელ მეწარმეთა ჯგუფი ქ. პალერმოს კონფინდუსტრიის ხელმძღვანელობით.
იტალიის ელჩთან ერთად, ქ. პალერმოს მერი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ვიცე პრემიერ მინისტრს და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბატონ კალაძეს, ქ. თბილისის მერს ბატონ უგულავას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს. ყველა შეხვედრაზე ბატონმა ორლანდომ ხაზი გაუსვა იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს, მჭიდრო კავშირს 1987 წელს დაძმობილებულ ქალაქებს, პალერმოსა და თბილისს შორის, და გამოთქვა ამ ურთიერთობების (აგრეთვე ეკონომიკურ-სავაჭრო დარგში) კიდევ უფრო გაღრმავების იმედი.
Palermo Mayor visits - Messenger 3/12/2012