Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ასზე მეტი მონაწილე ესწრებოდა საქართველოს პრემიერ მინისტრის გილაურის "Country Presentation"-ს რომში

თარიღი:

13/03/2012



ასზე მეტი მონაწილე ესწრებოდა საქართველოს პრემიერ მინისტრის გილაურის

რომი - ასზე მეტი მონაწილე მთელი იტალიიდან, მათ შორის კომპანიები და სხვა და სხვა ასოციაციები მიიღო ორივე ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლობამ 18 აპრილს რომში უნინდუსტრიის  ოფისში. საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა ჩაატარა პრეზენტაცია იმ სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებზე რომლებსაც სთავაზობს მისი ქვეყანა იტალიელ მეწარმეებს.

ღონისძიება,
რომელიც ჩაატარა უნინდუსტრიამ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, იტალიის საელჩოსთან თბილისში და საქართველოს საელჩოსთან რომში თანამშრომლობით, მიზნად ისახავდა საქართველოს "ბიზნეს კლიმატის" შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც განვითარებად ქვეყნებს შორის ყველაზე ხელსაყრელად ითვლება სხვა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სთავაზობს მეწარმეებს თბილისის მიერ დასახელებული სექტორები, როგორიცაა ქვეყანაში ახლახან შექმნილი "თავისუფალი ინდუსტრიული ზონა".

შეხვედრისას ბატონმა მაურიციო ჯამბალვომ, პალერმოს "ინოვაციების ლაბორატორიიდან", აუდიტორიას გააცნო "პროექტი არგო",
ეს არის იტალიურის მცოდნე ახალგაზრდა ქართველების რეზიუმეებისაგან შემდგარი ონლაინ მონაცემთა ბაზა, რომლის შექმნის იდეა ეკუთვნის იტალიის საელჩოს თბილისში და დაფინანსებულია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. მის ჩამოყალიბებას საფუძვლად უდევს 90-იანი წლების კონფლიქტების შემდეგ იტალიელი ოჯახების მიერ დასასვენებლად და სამკურნალოდ მიღებული ასობით დევნილი ბავშვის ისტორია.

ამ ვიზიტის ფარგლებში გილაური შეხვდა პალატის თავმჯდომარეს ჯანფრანკო ფინის, მინისტრთა საბჭოს პირველ მოადგილეს ჯანი ლეტას და იტალიის ეკონომიკის მინისტრს პაოლო რომანის, რომლებთანაც განიხილა ორმხრივი ურთიერთობების შესაძლებლობები. გილაურის შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და იტალიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.

Gilauri a Roma


342