Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიის ელჩმა, მისმა აღმატებულებამ, წმიდა საყდრის დესპანმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგულებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა გახსნეს "პროფესიული სადურგლო სახელოსნო" თბილისში.

თარიღი:

13/03/2012



იტალიის ელჩმა, მისმა აღმატებულებამ, წმიდა საყდრის დესპანმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგულებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა გახსნეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგულებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა, იტალიის სრულუფლებიანმა ელჩემა ვიტორიო სანდალიმ და მისმა აღმატებულებამ, წმიდა საყდრის დესპანმა, არქიეპისკოპოსმა კლაუდიო გუჯეროტიმ თბილისში გახსნეს "პროფესიული სადურგლო სახელოსნო" და მასთან არსებული საამქრო. პროექტი დაფინანსდა ტრენტოს ავტონომიური პროვინციის მიერ ტრენტინო ალტო ადიჯეს ავტონომიურ რეგიონთან თანამშრომლობით, რომელმაც იზრუნა საამქროს მოწყობაზე და დანადგარებითა მოამარაგებაზე.

 

სახელოსნო, შეიქმნა ასოციაცია იტალია-საქართველოს, არასამთავრობო ორგანიზაცია "Trentini per la Georgia"- და "კარიტას ჯეორჯიას" (რომელიც იქნება ამ საამქროს მმართველი) ინიციატივის საფუძველზე, რომელიც მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა ქართველებს შესაძლებლობას მისცემს პროფესიას დაეუფლონ, რაც შემდეგომში მათი დასაქმების წინაპირობა იქნება. ამავე საამქროში იმუშავებენ ახალგაზრდა ქართველები, რომელნიც დაეუფლენ დურგლის ხელობას იტალიაში, ტეზეროს ხეზე მუშაობის პროფესიულ სკოლაში.

 

ინაუგურაციას ესწრებოდნენ ავტონომიური პროვინციის, ავტონომიური რეგიონის და ტრენტოს ეპარქიის წარმომადგენლები.

 

Scuola professionale di falegnameria  Scuola professionale di falegnameria

 

Scuola professionale di falegnameria

 

 


369