Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იდეიდან წარმოებამდე. იტალიასა და საქართველოს თანამშრომლობა ინოვაციების სფეროში და დაჯილდოების ცერემონია

თარიღი:

11/04/2019


იდეიდან წარმოებამდე. იტალიასა და საქართველოს თანამშრომლობა ინოვაციების სფეროში და დაჯილდოების ცერემონია

ორშაბათს, 15 აპრილს, იტალიის საელჩო გთავაზობთ სემინარს და დაჯილდოებას ინოვაციების სფეროში, რომელიც იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდის (COTEC) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობის შედეგია. ღონისძიება გაიმართება ტექნოპარკში (მის: ინოვაციების ქ. 7). სემინარის თემაა: გადასვლა იდეიდან წარმოებაზე, ინტუიციიდან - ბიზნესზე, ერთმანეთისგან ისეთ განსხვავებულ დარგებში, როგორიცაა მექანიკა, ინფორმატიკა, ინოვაციური მასალები თუ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (დასაწყისი: 10:00სთ, რეგისტრაცია: 09:30სთ).

"მხოლოდ იდეა (თუნდაც გენიალური) არ კმარა. იდეას განხორციელება სჭირდება. სემინარის იტალიელი მონაწილეები მსმენელს ჩვენი ინოვაციური ეკოსისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილების მნიშვნელობაზე უამბობენ და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. მთავარი საკითხებია: ეფექტური პოლიტიკა სტარტაპების ხელშეწყობისათვის და მათ ასამოქმედებლად საჭირო მექანიზმები, უნივერსიტეტსა და საწარმოს შორის კავშირი, ინკუბატორები, კონსალთინგი მართვის სფეროში, კვლევისა და განვითარების ცენტრების კონკრეტული მაგალითები (მათ შორის, ნეაპოლის Apple Development Academy). ეს ღონისძიება იდეების გაცვლისა და იტალიასა და საქართველოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის შესანიშნავი შესაძლებლობაა", - განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი, რომელიც გახსნის სემინარს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარესთან ავთანდილ კასრაძესთან ერთად.


cotec 1

ღონისძიება დასრულდება ახალგაზრდა ინოვატორთა კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოებით. კონკურსი დაწესდა COTEC-სა და GITA-ს შორის 2018 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას (რომელიც COTEC-ს საპატიო პრეზიდენტიცაა) საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში. კონკურსში გამარჯვებული ორი ახალგაზრდა ინოვატორი სამთვიან სტაჟირებას გაივლის იტალიაში, კერძოდ, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო ბრენდებისთვის სამუხრუჭე სისტემების მწარმოებელი კომპანიის Brembo-ს ინოვაციურ ცენტრში Kilometro Rosso და Città della Scienza-სა და ნეაპოლის ფედერიკო II სახ. უნივერსიტეტის ხელშეწყობით შექმნილ ბიზნეს ინკუბატორში Campania NewSteel.

დაჯილდოებისა და სემინარის გამართვის თარიღის შერჩევა შემთხვევითი არ არის: ეს დღე "იტალიური სამეცნიერო კვლევების დღეა", რომელიც იტალიის განათლების, უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო კვლევების, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მხარდაჭერით მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ეს თარიღი სიმბოლურიცაა, ვინაიდან ემთხვევა დიდი იტალიელი გამომგონებლისა და უნივერსალური გენიოსის, ლეონარდო და ვინჩის დაბადების დღეს.


kilometro rosso 1

სემინარის მონაწილეები:

ვალერია ფაშონე, კალაბრიის რეგიონის რწმუნებული სტარტაპის, ინოვაციებისა და ინტერნალიზაციის საკითხებში;
ლუიჯი ნიკოლაისი, ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდის (COTEC) თავმჯდომარე (COTEC გახლავთ სააგენტო, რომელიც ახორციელებს კვლევებს სხვადასხვა ინოვაციურ დარგში, ხელს უწყობს ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდამჭერი პოლიტიკის შემუშავებას და თანამშრომლობს სხვადასხვა სამეცნიერო-ტექნიკურ კვლევით ორგანიზაციასთან. ნიკოლასი იყო მინისტრი რეფორმებისა და ინოვაციების საკითხებში და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე);
დანილო პორო, უნივერსიტეტთაშორისო ფონდი University for Innovation (U4I)-ის დირექტორი;
კატერინა მელიო, უახლესი მასალების, ინოვაციური იდეებისა და გადაწყვეტილებების სფეროში მომუშავე სტარტაპ კომპანია Materias-ის აღმასრულებელი დირექტორი;
ჯორჯო ვენტრე, ნეაპოლის iOS Developer Academy-ის სამეცნიერო ხელმძღვანელი;
ლუიჯი გალო, ინვესტიციებისა და საწარმოების განვითარების ეროვნული სააგენტო Invitalia-ს კვლევისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
კრისტიან კამპონესკი, საკონსულტაციო კომპანია Deloitte-ის სტარტაპის "Officine Innovazione" უფროსი პარტნიორი;
რობერტო ვიტადინი, პირველი იტალიური ბიზნეს ინკუბატორი Bio4Dreams-ის ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი.


kilometro rosso 2


სტატიები და სიუჟეტები:


PIA.GE - სტატია, 14.04.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - პრესრელიზი, 15.04.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ვიდეო, 15.04.2019
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი - სიუჟეტი, 15.04.2019
იმედინიუსი - სტატია, 15.04.2019
ON.GE - სტატია, 15.04.2019
რადიო ფორტუნა - სტატია, 15.04.2019
EPN - სტატია, 15.04.2019
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო - სტატია, 15.04.2019
Business Media Georgia - სტატია, 15.04.2019
IBusiness - სტატია, 15.04.2019
ინტერპრესნიუსი - სტატია I, 15.04.2019
ინტერპრესნიუსი - სტატია II, 15.04.2019
GHN - სტატია, 15.04.2019
IPress - სტატია, 15.04.2019
კვირა - სტატია, 15.04.2019


ადგილი:

Tbilisi

1147