ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

INPS-ის პენსიის გადახდა უცხოეთში. ცოცხლად მყოფი პენსიონერების აღრიცხვის ყოველწლიური კამპანიის მეორე ეტაპი – ცოცხლად ყოფნის დადასტურება – სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტის (INPS) მიერ მომზადებული ვიდეორგოლი

INPS (სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტი) იტყობინება, რომ დაიწყო ცოცხლად მყოფი უცხოეთში მცხოვრები პენსიონერების აღრიცხვის კამპანიის მეორე ეტაპი. ინიციატივა ეხება ჩრდილო, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის, აზიისა და შუა და შორეული აღმოსავლეთის, ასევე, სკანდინავიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და მათ მოსაზღვრე ქვეყნებში (მათ შორის, საქართველოში) რეზიდენტ პენსიონერებს. ცოცხლად ყოფნის დადასტურების სტანდარტული და ალტერნატიული ფორმულარები, რომლებიც შევსებულია პენსიონერების მიერ და ხელმოწერილია ერთი მოწმის მიერ, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად იგზავნება შემდეგ საფოსტო მისამართზე: “PO Box 4873 Worthing BN99 3BG, United Kingdom”. გარდა ამისა, შესაძლებელია ამ მისამართზე გაიგზავნოს ადგილობრივი საჯარო უწყებების მიერ გაცემული ცოცხლად ყოფნის დადასტურების მოწმობა იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერის რეზიდენტობის ქვეყნის კანონის თანახმად, აღნიშნული მოწმობა წარმოადგენს ცოცხლად ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტს. ასეთ შემთხვევაში, პროცედურების მართვის გამარტივების მიზნით, ადგილობრივი უწყებების მიერ გაცემული მოწმობები “Citibank”-ს უნდა გაეგზავნოს “Citibank”-ის მიერ გაცემულ და პენსიონერის მიერ შევსებულ ფორმულართან ერთად.
მოთხოვნების მიღებისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით და პენსიონერებისთვის ცოცხლად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად გონივრული ვადის უზრუნველყოფის მიზნით, დამადასტურებელი მოწმობების გაგზავნა “Citibank”-ში 2019 წლის 15 ივნისამდე უნდა განხორციელდეს. 2019 წლის ივლისის თვის პენსიის გადახდა იმ პენსიონერებისთვის, ვინც ცოცხლად ყოფნას არ დაადასტურებს აღნიშნულ ვადაში, განხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით, რეზიდენტობის ქვეყანაში მოქმედ “Western Union”-ის სააგენტოში. 19 ივლისამდე პენსიონერის პირადად წარდგენის გარეშე, პენსიის გადახდა შეწყდება 2019 წლის აგვისტოს თვიდან.
იმ შემთხვევაში, თუ პენსიის გადახდა რეზიდენტობის ქვეყანაში “Western Union”-ის სააგენტოში შეუძლებელია, იმ პენსიონერებს, რომლებმაც ცოცხლად ყოფნა ივნისის თვის პირველ რიცხვებამდე არ დაადასტურეს, პენსიის გადახდა შეუწყდებათ 2019 წლის ივლისის თვიდან.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ინიციატივის ფარგლებში, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ხელშეწყობით შეიქმნა საინფორმაციო ვიდეორგოლი, რომელიც ეხება უცხოეთში მცხოვრები პენსიონერების ცოცხლად ყოფნის დადასტურების სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტის (INPS) ყოველწლიურ პროცედურას.
ვიდეორგოლი შეიცავს მითითებებს დადასტურების ვადებსა და პროცედურებთან დაკავშირებითდა მისი ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებმისამართზე: https://youtu.be/ka1_Qd2PSLg