Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ადგილმდებარეობა

 

ადგილმდებარეობა

საელჩო

 ambasciata 0


იტალიის საელჩო მდებარეობს დედაქალაქის შუაგულში, მთაწმინდის ისტორიულ უბანში, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა ევროპისა და აზიის ძველთაძველი გზასაყარის ხიბლი და ატმოსფერო. ხალხმხრავალი კაფეები, ძველი ლამაზი სახლები და მიხვეულ-მოხვეული ქუჩები, რომლებსაც მთაწმინდამდე მივყავართ, საიდანაც თბილისს მისი ერთ-ერთი სიმბოლო, ფერადად განათებული სატელევიზიო ანძა გადმოჰყურებს.
საელჩოს შენობა მდებარეობს რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის სიახლოვეს, ჩიტაძის ქუჩის N3ა-ში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ, პარლამენტსა და სახელმწიფო კანცელარიასთან ახლოს.
სამსართულიან შენობაში განთავსებულია საკონსულო კანცელარია, სავიზო განყოფილება (შესასვლელი ეზოს მხრიდან), კომერციული განყოფილება და დიპლომატიური კანცელარია. ასევე, საელჩოს შენობაში მდებარეობს იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტოს (ICE) თბილისის წარმომადგენლობა.


საელჩოს ადგილმდებარეობა რუკაზე


ელჩის რეზიდენცია


ელჩის რეზიდენცია განთავსებულია მდინარე მტკვრის კლდოვან ნაპირზე, დედაქალაქის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს უბანში მდებარე პრესტიჟულ ისტორიულ შენობაში.
რეზიდენცია საქართველოში მცხოვრები იტალიელებისა და, ასევე, საქართველოში ვიზიტით მყოფი ჩვენი გამორჩეული თანამემამულეების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს. ამ შენობას არაერთი ღირშესანიშნავი მომენტი ახსოვს - აქ უამრავი შეხვედრა გამართულა, როგორც მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებისა და ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელებთან, ასევე, სხვა ქვეყნების დიპლომატებთან.

xedisede




ადგილი:

Tbilisi

9