Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიის ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო, წარმოგიდგენთ იტალიური კულინარიული ტრადიციისთვის დამახასიათებელი კერძებისა და სასმელების ვიდეორეცეპტების სერიას

 

იტალიის ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო, წარმოგიდგენთ იტალიური კულინარიული ტრადიციისთვის დამახასიათებელი კერძებისა და სასმელების ვიდეორეცეპტების სერიას

იტალიის ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო, წარმოგიდგენთ იტალიური კულინარიული ტრადიციისთვის დამახასიათებელი კერძებისა და სასმელების ვიდეორეცეპტების სერიას, რომელიც სპეციალურად იტალიური სამზარეულოს მეხუთე კვირეულისთვის შეიქმნა.
კოვიდ-19-ის პანდემიის გამო, იტალიის საელჩომ თბილისში წელს ჩვეული ღონისძიებები და საჯარო დეგუსტაციები არ ჩაატარა, მაგრამ ტექნოლოგიებისა და ჩვენი ერთგული პარტნიორების დახმარებით, ჩვენ ვცადეთ ქართული საზოგადოებისთვის გამორჩეული იტალიური სამზარეულო წარმოგვედგინა.
ვირტუალურ ენოგასტრონომიულ მოგზაურობაში მეგზურობას შეფ-მზარეული ენცო ნერი გვიწევს, ვიდეორეცეპტების რეჟისურა და მონტაჟი კი სალვატორე კოსტას ეკუთვნის.
ჩვენ მდიდარი და მრავალფეროვანი მენიუ მოგიმზადეთ, ისეთი, როგორიც მხოლოდ იტალიურ სამზარეულოს სჩვევია. დავიწყებთ სამი სახელგანთქმული აპერიტივით (ნეგრონით, სპრიცითა და ბელინით), შემდეგ შემოგთავაზებთ პასტით მომზადებულ ორ კერძს (კარბონარასა და კავატელი ალა ნორმას), შემდეგ ხორციან კერძს მოგიმზადებთ (ხბოს ხორცს პიცაიოლას სოუსით), ვიდეორეცეპტების სერიას კი დავასრულებთ იტალიური საკონდიტრო ტრადიციის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლით, ტირამისუთი.
იტალიის ელჩი გისურვებთ, ისიამოვნოთ ვიდეორეცეპტების ნახვით.


ადგილი:

Tbilisi

1290