Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

თბილისის ბაროკოს ფესტივალი, შეხვედრა ბრწყინვალე ეპოქასთან

 

თბილისის ბაროკოს ფესტივალი, შეხვედრა ბრწყინვალე ეპოქასთან

უკვე ტრადიციად იქცა იტალიელ შემსრულებელთა მონაწილეობა თბილისის ბაროკოს ფესტივალზე, რომელიც ბაროკოს მუსიკის ერთადერთი ფესტივალია ამიერკავკასიის რეგიონში. ფესტივალის ფარგლებში, რომელიც წელს მესამედ, 2017 წლის 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე იმართება, შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზი უამრავ ქართველ და უცხოელ მუსიკოსს მასპინძლობს.
ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ორი კონცერტი გაიმართება: 1 დეკემბერს ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი იტალიელი ვიოლონჩელისტი დავიდე ამადიო ვივალდის ნაწარმოებებს შეასრულებს. ფესტივალის დასასრულს, 7 დეკემბერს, სხვა შესანიშნავ მუსიკოსებთან ერთად, სცენაზე წარსდგება უამრავი ეროვნული და საერთაშორისო პრემიის მფლობელი და კრიტიკოსთა მიერ თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ფაგოტისტად აღიარებული სერჯო აძოლინი, ბლოკფლეიტისტი და ჰობოისტი პრიშკა კომპლოი, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს სახელგანთქმულ ბაროკოს ორკესტრებთან და ჰობოისტი ჯოვანი დე ანჯელი, რომელიც ევროპის უდიდეს ორკესტრებთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო დარბაზების სცენაზე გამოდის.
ეს კონცერტები ბაროკოს მუსიკის მოყვარულთათვის ნამდვილი საჩუქარია, არ გამოტოვოთ!
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.


ადგილი:

Tbilisi

992