ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

მინისტრ ალფანოს გზავნილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით

იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნასთან ერთად, მსურს ჩემი სიხარული გამოვხატო საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოცდახუთი წლისთავთან დაკავშირებით. ჩვენს შორის არსებულ ნდობითა და პატივისცემით გამსჭვალულ კავშირს ძირძველი ფესვები აქვს. ჩვენ 1992 წლიდან ვმუშაობთ ამ ტრადიციული მეგობრობის გარდაქმნაზე კონსტრუქციულ ურთიერთობებად პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დონეზე. ეს ოცდახუთი წელი უკვე განხორციელებული სამუშაოს დასტურია და ბიძგს აძლევს მომავალში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

დარწმუნებული ვარ, რომ იტალიის წევრობა გაეროს უშიშროების საბჭოში და, ასევე, ეუთო-ს თავმჯდომარეობა, რომელსაც ჩემი ქვეყანა 2018 წელს გადმოიბარებს, კონტინენტური უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ ეფექტური და მტკიცე გადაწყვეტილებების ერთობლივად შემუშავებისათვის ხელსაყრელი ჩარჩო იქნება.

წელს, ასევე, აღვნიშნავთ სამოცი წლისთავს რომის ხელშეკრულების დადებიდან, რომელიც ევროპული ინტეგრაციის გზაზე პირველი ეტაპი და ევროპაში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად გადამწყვეტი ფაქტორია. ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვთქვამ სიხარულს უვიზო მიმოსვლის შემოღებით მიღწეულ დიდ მიზანთან დაკავშირებით, რისთვისაც იტალიამ ბრიუსელში დიდი ძალისხმევა გასწია და ვადასტურებ იტალიის მხარდაჭერას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობათა გაძლიერებისათვის.