ძვირფასო მკითხველებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებგვერდზე!
თბილისში იტალიის საელჩოს მისია იტალიასა და საქართველოში შორის დიპლომატიურ და საკონსულო ურთიერთობებზე ზრუნვა და იტალიის იმიჯის ხელშეწყობაა სამხრეთ კავკასიის ამ გამორჩეულად საინტერესო ქვეყანაში.
საელჩო იმ ადამიანთა განკარგულებაშია, ვინც დაინტერესებულია საქართველოსთან კავშირების დამყარებითა და სხვადასხვა სამეწარმეო, სოციალური თუ კულტურული ინიციატივის განხორციელებით და, ბუნებრივია, ემსახურება მათ, ვისაც აქ გარკვეული სახის დახმარება ესაჭიროება.
საქართველო უძველესი ისტორიული წარსულის მქონე და, ტურიზმის თვალსაზრისით, უაღრესად მიმზიდველი ქვეყანაა, რომელიც ულამაზესი ბუნებითა და ხალხის განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. გეოგრაფიული ადგილმდებარეობის წყალობით, საქართველო დიდ ინტერესს იწვევს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან და საქონლის ტრანზიტისთან დაკავშირებული ინიციატივების კუთხით.
ჩვენ ვმუშაობთ იტალიასა და საქართველოს შორის მეგობრობის გასამყარებლად და ყველა სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ამ კონტექსტში მხარს ვუჭერთ მასპინძელ ქვეყანასთან ჩვენი „ქვეყნის სისტემის" თანამშრომლობის ყველანაირ, მათ შორის, ინოვაციურ ფორმას და, პოლიტიკურ, ინსტიტუციურ თუ საერთაშორისო დონეზე მივყვებით 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად ევროკავშირის ფარგლებში შეთანხმებულ გეზს.
თუ მას შემდეგ, რაც ამ ვებგვერდს ყურადღებით გაეცნობით, დაგჭირდათ რაიმე სახის ინფორმაცია ან დახმარება, დაგვიკავშირდით - ყველანაირ საკონტაქტო ინფორმაციას მოიძიებთ სექციაში „კონტაქტი".
დაბოლოს, ამ ვებგვერდის მიზანი სარგებლობის მოტანაა, ამიტომ, თქვენი შემოხმიანება ჩვენთვის ძალიან ფასეულია. თუ ჩვენი ვებგვერდი თქვენს მოლოდინს ამართლებს, ანდა მის გასაუმჯობესებლად რჩევები გაგაჩნიათ, გთხოვთ, შეატყობინოთ საელჩოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
ენრიკო ვალვო
იტალიის ელჩი თბილისში (საქართველო)