Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ელჩი

 

ელჩი

ambasciatore per sito

ანტონიო ენრიკო ბარტოლი

იტალიის ელჩი საქართველოში 2015 წლის 1 სექტემბრიდან.
ვაშინგტონში (DC) იტალიის საელჩოს პრესსპიკერი, პრესასთან ურთიერთობის, საზოგადოებრივი საქმეების და კულტურის  სამსახურის უფროსი. 2013 წელს მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა აშშ-ში იტალიის კულტურის დღეები (300 ღონისძიება ამერიკის 60 სხვადასხვა ქალაქში). ერთი წლის განმავლობაში მივლინებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც კურირებდა ეკონომიკურ დოსიეებს ახლო ამოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის გენერალურ  დეპარტამენტში „არაბული გაზაფხულის“ შემდგომ პერიოდში. 
იტალიის საელჩოში პეკინში ასრულებდა საელჩოს მრჩევლის მოვალეობებს კულტურის საკითხებში (2004–2006 წწ.), კოორდინაციას უწევდა ჩინეთში იტალიის წელიწადის  ჩატარებას. პოლიტიკური მრჩევლის რანგში (2006-2008 წწ.) კურირებდა ჩინეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებს. როგორც პირველი კლასის კონსულის მოვალეობის შემსრულებელი ტულუზაში (2000-2004 წწ.), ეკონომიკური და კულტურული ღონისძიებების ინტენსიური კალენდრის ინიციატორი იყო საფრანგეთის ტერიტორიის ერთ მეოთხედზე.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში (2008-2011 წწ.), მსახურობდა მინისტრის აპარატში, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურში. მანამდე, რომში მოღვაწეობისას, მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოში, შემდგომ კი სახელმწიფო მდივნის მოადგილის განსაკუთრებული სამდივნოს უფროსის მოადგილედ (გაეროს, ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნების საკითხებში).
დიპლომატიური კარიერის დაწყებამდე, 1991 წლიდან 1997 წლამდე, ეწეოდა პროფესიულ ჟურნალისტურ მოღვაწეობას. იყო ჟურნალისტთა კავშირისა და საპარლამენტო პრესის ასოციაციის წევრი, აშუქებდა პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებს. ქ. რომში ლუისის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა Alitalia-ში, McKinsey-ს სპეციალური პროექტის ფარგლებში, (ავიაკომპანიის სტრუქტურელი რეორგანიზაციის საკითხებზე), შემდგომში კი - მარკეტინგის დირექტორის ასისტენტად.
იყო Corriere della Sera-ს ჟურნალიზმის სკოლის სტიპენდიანტი, სწავლობდა ლონდონის School of Economics საზაფხულო სკოლაში,  მიღებული აქვს მასტერი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში Sciences Po Toulouse-ის უნივერსიტეტში, სამაგისტრო სადიპლომო ნაშრომით „ასიმეტრული ომის“ თემაზე. არის გაზეთ il Sole 24 Ore-ს მიერ გამოცემული წიგნის, „საერთაშორისო კარიერების“ თანაავტორი.
ჰყავს მეუღლე, ესტერი და  ხუთი ქალიშვილი.
უყვარს  ფეხბურთი, მთა და თეოლოგია. 


 

 


ადგილი:

Tbilisi

8