ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

უნიკალური აღმოჩენა: დმანისი – ჩვენი შორეული წარსული

დმანისს, საქართველოს დედაქალაქიდან 80 კილომეტრის დაშორებით მდებარე არქეოლოგიურ ძეგლს, სახელი აფრიკის გარეთ მცხოვრები უძველესი (დაახლ. 1,8 მილიონი წლის წინანდელი) ადამიანის ნაშთებმა გაუთქვა. დმანისი, რომელიც უამრავ საიდუმლოებას ინახავს, ახალი აღმოჩენებით გვანებივრებს: ნამარხი ძუძუმწოვრების ანატომიურმა და მორფოლოგიურმა კვლევამ, რომელიც აქ ნაპოვნი 1,77 მილიონი წლის წინანდელი მარტორქის კბილის მინანქრის შესწავლით დაიწყო, მეცნიერები მიიყვანა სენსაციურ აღმოჩენამდე – გენეტიკური ინფორმაციის მოპოვებამდე, რომელიც აქამდე ცნობილ დნმ-ის ნიმუშებზე გაცილებით ძველია. მკვლევართა ინტერნაციონალური ჯგუფის მუშაობაში, რომელსაც კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორი ენრიკო კაპელინი ხელმძღვანელობს, აქტიურად არიან ჩართულები ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერები. ბევრი წელია, რაც იტალიური არქეოლოგიური მისია დმანისშიხორციელდება იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს დაფინანსებით.

ბიომოლეკულური კვლევის შედეგებს მეცნიერები რევოლუციურ სენსაციად თვლიან, რადგანაც ეს შედეგები მათ საშუალებას აძლევს აღადგინონ ძუძუმწოვრების ბევრად ადრეული ეპოქების ევოლუციური სურათი, ვიდრე დღემდე იყო შესაძლებელი.

ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი, პალეონტოლოგი ლორენცო რუკი, რომელიც მრავალი წელია, დმანისის პროექტში მონაწილეობს და ნამარხ ცხოველებს იკვლევს, მიიჩნევს, რომ “ეს აღმოჩენა ნამდვილი გარღვევაა მოლეკულური პალეონთოლოგიის სფეროში”, ვინაიდან გამოყენებული მეთოდის მეშვეობით შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ნამარხი ძუძუმწოვრების, არამედ ადამიანის ნაშთების შესწავლა და შესაბამისად, ადამიანთა წინაპრის ისტორიისა და ევოლუციის კვლევა.

dmanisi


სტატიები და სიუჟეტები
:

Nature – სტატია, 11.09.2019
The Telegraph – სტატია, 11.09.2019
University of Cambridge – სტატია, 11.09.2019
Science Daily – სტატია, 11.09.2019
Express & Star – სტატია, 11.09.2019
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სტატია, 11.09.2019
რადიო თავისუფლება – სტატია, 11.09.2019
ON.GE – სტატია, 11.09.2019
იმედინიუსი – სტატია, 11.09.2019
რადიო ფორტუნა – სტატია, 11.09.2019
PIA – სტატია, 11.09.2019
ინტერპრესნიუსი – სტატია, 11.09.2019
Smithsonian Magazine – სტატია, 12.09.2019
Firenze Today – სტატია, 12.09.2019
Nove – სტატია, 12.09.2019
Unifimagazine – სტატია, 12.09.2019
In Salute News – სტატია, 12.09.2019
MSN – სტატია, 12.09.2019
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სიუჟეტი, 12.09.2019
Guardian.Ge – სტატია, 12.09.2019
Agenda – სტატია, 12.09.2019
Georgia Today – სტატია, 12.09.2019
კვირა – სტატია, 12.09.2019