ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიური გამოცდილება: ქალაქისა და ტერიტორიის მოწყობა

ქალაქი და გარეუბნები, პეიზაჟი და გარემო, კავშირი ადამიანსა და ურბანულ კონტექსტს შორის, სტუდენტების ჩართულობა ურბანული განვითარების პროცესში და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები – ამ და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე იმსჯელეს RED Fund-ს ორგანიზებითა და ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით გამართულ კონფერენციაზე “ურბანული კვლევებისა და დაგეგმვის პრაქტიკები იტალიის ქალაქების გამოცდილების მაგალითზე“. პროექტის “Urban2Days” ფარგლებში 27 ივლისს ჩატარებული კონფერენციის მთავარი მომხსენებლები იყვნენ მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ბერტრანდო ბონფანტინი (ურბანისტიკის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და ჟურნალის “Territorio” რედაქტორი) და პატრიცია გაბელინი (ბოლონიის მუნიციპალიტეტის რწმუნებული ურბანული დაგეგმარების, ისტორიული ცენტრისა და გარემოს საკითხებში და ონლაინ გამოცემის “Planum” რედაქტორი). იტალიელმა მონაწილეებმა დეტალურად მიმოიხილეს ურბანული განვითარების სტრატეგიები და ისაუბრეს ქალაქისა და ტერიტორიის მოწყობის ინოვაციურ ტენდენციებზე.