ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ფესტივალი “ქოლგა თბილისი ფოტო”. იტალიელი ფოტოგრაფების თვალით დანახული ცხოვრება

კიდევ ერთი იტალიური მონაწილეობა საქართველოს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში: ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული ორი გამოფენა, რომლებიც ფესტივალის “ქოლგა თბილისი ფოტო 2019” ფარგლებში გაიმართება.

4 მაისს, 20:00სთ-ზე, თბილისის საკრებულოს სარდაფში (ტაბიძის ქ. 2) გაიხსნება არგენტინაში ფემიციდისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის თემაზე მიერ შექმნილი ფოტოექსპოზიცია “Ni una Menos“, რომელიც სხვადასხვა პრესტიჟული საერთაშორისო პრემიით არის დაჯილდოებული. მის ავტორს, რომაელ ფოტოჟურნალისტ კარლ მანჩინის საქართველოში იცნობენ დოკუმენტური ფოტოსერიით “Amores Perros”, რომელიც დაჯილდოვდა ფესტივალზე “ქოლგა თბილისი ფოტო 2018”. მანჩინის ფოტორეპორტიორად 90-ზე მეტ ქვეყანაში უმუშავია, სადაც ფირზე სოციალურ, ისტორიულ და პოლიტიკურ მოვლენებს აღბეჭდავდა. მისი ნამუშევრების მთავარი თემები ძალიან მრავალფეროვანია: ომის შედეგები, ადამიანის უფლებები, ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტების პრობლემები, გენდერული ნიშნით ძალადობა. ფოტოგრაფის აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლთა პრობლემების ჩვენება და მათი სათქმელის გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის.

karl mancini poster

5 მაისს, 19:00სთ-ზე გაიხსნება ცნობილი ფოტოდოკუმენტალისტისა და იტალიური კულტურის არქივარიუსის, გრაციანო არიჩის ფოტოგამოფენა “ვენეციური ამბები“, რომელიც ფოტოხელოვანის მშობლიურ ქალაქს ეძღვნება. გრაციანო არიჩი ათწლეულების მანძილზე ფირზე ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენებს აღბეჭდავდა და ამ მოვლენების მთავარი გმირების პორტრეტების მთელი გალერეა შექმნა. სწორედ ეს გამოსახულებები იქნება წარმოდგენილი ერთი კვირის განმავლობაში ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა, სიონის ქ. 8).

graziano arici poster