ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიელ მეწარმეთა მისია საქართველოში ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის ივან სკალფაროტოს ხელმძღვანელობით (2017 წლის 3-5 ოქტომბერი)

2017 წლის 3-5 ოქტომბერს გაიმართება იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის ივან სკალფაროტოს ვიზიტი თბილისში. ეს მისია 2017 წლის მარტის თვეში ქ. რომში გამართული იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმის ბუნებრივი გაგრძელებაა, რომელშიც მონაწილეობა 260-მდე იტალიურმა და ქართულმა კომპანიამ მიიღო. ქართულ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში საქართველოს 5 მინისტრი იყო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. სწორედ მაშინ გადაწყდა, შემდეგი ეტაპი თბილისში იტალიელ მეწარმეთა ვიზიტი ყოფილიყო.
იტალიელ მეწარმეთა დელეგაციის შემადგენლობაშია ინფრაქტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტელეკომუნიკაციებისა და ტურიზმის დარგებში მომუშავე 30-ზე მეტი უმსხვილესი იტალიური კომპანია (მათი საერთო წლიური ბრუნვა დაახლოებით 60 მილიარდ ევროს შეადგენს). 4 ოქტომბერი მთლიანად ბიზნეს-ფორუმს მიეძღვნება: ჩატარდება სამუშაო შეხვედრები შესაბამისი სამინისტროებისა და სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლებთან და გაიმართება გაცნობითი ხასიათის შეხვედრები იტალიურ კომპანიებსა და მათ პოტენციურ ქართველ პარტნიორებს შორის.
მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტო დაესწრება უდიდესი კულტურული მნიშვნელობის მქონე ორი გამოფენის (“ბოტიჩელის ვენერა” ტურინის საბაუდას გალერეადან და კარავაჯოს “Opera Omnia”) გახსნას.

bf 7