ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

მარადიული რომი: ქანდაკების 2000 წელი, ანტიკურ ხელოვნებასა და ნეოკლასიციზმს შორის

საქართველოს კვლავ სტუმრობს დიდი იტალიური ხელოვნება. კაპიტოლიუმის მუზეუმების არაჩვეულებრივი ანტიკური მოზაიკის შემდეგ, საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს ექსპოზიციას “მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან”. 11 დეკემბრიდან 29 თებერვლამდე საქართველოს ეროვნულ გალერეაში გამოფენილი იქნება 33 სკულპტურული ნამუშევარი, რომელიც შესანიშნავად წარმოაჩენს ქანდაკების მხატვრული თუ სტილისტური განვითარების ეტაპებს რომის რესპუბლიკის ხანიდან ნეოკლასიციზმის ეპოქამდე.

roma 26 ritratto di didio giuliano

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს ძვ.წ.აღ. I საუკუნიდან XVIII საუკუნემდე შექმნილი ხელოვნების ნიმუშები, გაეცნოს იმდროინდელი მასალების მრავალფეროვნებას და აღმოაჩინოს “მსოფლიო დედაქალაქის” (Caput Mundi) მარადიული ხიბლი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქანდაკების თითქმის ორი ათასი წელი და მარმარილოში, ალებასტრსა თუ პორფირში გამოკვეთილი რომაელთა სახეები და ასევე, ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟები თუ ქრისტიანობის მთავარი ფიგურები“, – განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი.

roma 24 torso femminile con testa di dionisio

ექსპოზიცია “მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან” პროგრამა “Vivere ALL’italiana”-ს ნაწილს შეადგენს და უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჩატარებული გამოფენების (მათ შორის, ბოტიჩელის, ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, ტიციანის და რენესანსის ეპოქის სხვა გენიალური მხატვრების, ბერნინისა და ბაროკოს დიდოსტატების, ჩრდ. იტალიის მხატვრობის ძირითადი სკოლების წარმომადგენლების, თანამედროვე მხატვრების და მათ შორის, ჯორჯო დე კირიკოს შედევრების, ასევე, კარავაჯოსა და ლეონარდოსადმი მიძღვნილი გამოფენების) გაგრძელებაა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოში გამართული ექსპოზიციები 240.000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა მოინახულა, რაც უპრეცედენტო წარმატებაა.

ეს ღონისძიება ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. იტალიური მხრიდან ესენია: იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, იტალიის საელჩო თბილისში და “დინო და ერნესტა სანტარელის ფონდი“, ქართული მხრიდან კი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. გამოფენის ჩატარება საქართველოში ხორციელდება იტალიურ კომპანია Glocal Project Consulting-თან თანამშრომლობით.

roma 12 testa di satiro

დეტალური ინფორმაცია გამოფენისა და ექსპონატების შესახებ:

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები

 

სტატიები და სიუჟეტები:

იმედინიუსი – სტატია, 09.12.2019

Georgia Today – სტატია, 09.12.2019

ინტერპრესნიუსი – სტატია, 09.12.2019

რადიო Jako FM – სტატია, 09.12.2019

საქართველოს ეროვნული მუზეუმი – პრეს რელიზი, 09.12.2019

Agenda.Ge – სტატია, 10.12.2019

Allart – სტატია, 10.12.2019

ტვ მაესტრო – სიუჟეტი, 10.12.2019

ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სიუჟეტი I, 10.12.2019

Artinfo – Articolo, 10.12.2019

ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სიუჟეტი II, 10.12.2019

იმედინიუსი – სტატია II, 11.12.2019

ტვ რუსთავი 2 – სიუჟეტი, 11.12.2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – პრეს რელიზი, 11.12.2019

Intermedia – სტატია, 12.12.2019

ნეტგაზეთი – სტატია, 13.12.2019

ინტერპრესნიუსი – სტატია, 13.12.2019

Business Media Georgia – სტატია, 13.12.2019

კვირა – სტატია, 13.12.2019

ინფო9 – სტატია, 13.12.2019

GHN – სტატია, 13.12.2019

The Messenger – სტატია, 16.12.2019

Argumenti I Fakti – სტატია I, 17.12.2019

Argumenti I Fakti – სტატია II, 05.02.2020