ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიიდან საქართველოში და საქართველოდან იტალიაში შესვლასთან დაკავშირებული წესების დეტალური მიმოხილვა

იტალიის საელჩო თბილისში შეგახსენებთ, რომ ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო სთხოვს ყველა თანამოქალაქეს, სიფრთხილით მოეკიდოს უცხოეთში მოგზაურობის დაგეგმვას. შეგახსენებთ, რომ უცხოეთში გამგზავრებასა და უცხოეთიდან იტალიის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებული ზოგადი წესები განსაზღვრულია მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტით (https://www.governo.it/it/articolo/covid-19-il-presidente-draghi-firma-il-nuovo-dpcm/16343), იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს 2021 წლის 14 მაისის განკარგულებით, რომელიც ძალაში იყო 2021 წლის 30 ივლისამდე (https://www.gazzettaufficiale.it/eli/id/2021/05/14/21A03042/sg), ამავე სამინისტროს 2021 წლის 18 ივნისის განკარგულებით (https://www.gazzettaufficiale.it/eli/id/2021/06/19/21A03771/sg), 2021 წლის 28 აგვისტოს განკარგულებით, რომელიც ძალაშია 2021 წლის 31 აგვისტოდან 2021 წლის 25 ოქტომბრამდე (https://www.esteri.it/mae/resource/doc/2021/08/ordinanza_esteri_28-8.pdf), 2021 წლის 22 ოქტომბრის განკარგულებით, რომელიც ძალაშია 2021 წლის 26 ოქტომბრიდან 2021 წლის 15 დეკემბრამდე(https://www.esteri.it/MAE/resource/doc/2021/10/ordinanza_22_ottobre_2021.pdf), 2021 წლის 14 დეკემბრის განკარგულებით, რომელიც ძალაში იყო 2022 წლის 31 იანვრამდე (https://www.esteri.it/wp-content/uploads/2021/12/Ordinanza-Min-Salute-15-dicembre-2021.pdf), დაბოლოს, 2022 წლის 27 იანვრის განკარგულებით, რომელიც ძალაში იქნება 2022 წლის 15 მარტამდე (https://www.esteri.it/wp-content/uploads/2022/01/OM-ESTENSIONE-METE.pdf).

მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის დეკრეტი ეფუძნება ქვეყნების ხუთ ჩამონათვალს, რომლებისთვისაც განსხვავებული წესები განისაზღვრება. ეს ჩამონათვალები მოცემულია მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის აღნიშნული დეკრეტის დანართში n.20. უცხოეთში გამგზავრება და უცხოეთიდან იტალიაში შესვლა ნებადართულია მხოლოდ ისეთი კონკრეტული მიზეზებით, როგორიცაა: სამუშაოსთან, ჯანმრთელობასთან, სწავლასთან, გადაუდებელ საჭიროებასთან, ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილას ან რეზიდენტობის ადგილას დაბრუნებასთან დაკავშირებული მიზეზებით. ამასთან, იტალიური ნორმები ამჟამად არ ითვალისწინებს იტალიიდან საქართველოში გამგზავრებას ტურიზმის მოტივით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უწყებების მხრიდან იტალიელ მგზავრებს არ მოეთხოვებათ ქვეყანაში შესვლისთვის განსაკუთრებული მოტივი, საკმარისია სრული ვაქცინაციის სერთიფიკატის (სასურველია, ინგლისურ ენაზე) წარდგენა ან, ალტერნატივის სახით, ქვეყანაში იტალიიდან ან ვებგვერდზე Viaggiare Sicuri (http://www.viaggiaresicuri.it/country/GEO) ჩამოთვლილი ქვეყნებიდან საჰაერო გზით შემოსვლის შემთხვევაში ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

საქართველოში შესვლა სახმელეთო და საზღვაო გზით

საქართველოს სახმელეთო საზღვრები 2021 წლის 1 ივნისიდან გახსნილია იმ მგზავრებისთვის, ვინც წარადგენს “COVID-19”-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერთიფიკატს (სასურველია, ინგლისურ ენაზე) და ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს. საქართველოში სახმელეთო (და საზღვაო) საზღვრის კვეთისას, პირი ამ ორივე პირობას (ტესტი და სრული ვაქცინაცია) უნდა აკმაყოფილებდეს.

იტალიის ტერიტორიაზე შესვლა საქართველოდან ჩასვლის შემთხვევაში

“E” დანართში ჩამოთვლილ ქვეყნებში (მათ შორის, საქართველოში) 14 დღის განმავლობაში ყოფნის/ტრანზიტის შემდეგ, იტალიაში დაბრუნება/შესვლა ნებადართულია იტალიის/ევროკავშირის/შენგენის ქვეყნების მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე, ხანგრძლივად ცხოვრების უფლების მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის (რეგულაცია 2004/38/CE). მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტის თანახმად, იტალიაში შესვლა შესაძლებელია იმ პირებისთვის “E” დანართში ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, ვისაც იტალიის/ევროკავშირის/შენგენის ქვეყნების მოქალაქეებთან ან იტალიაში ლეგალურად რეზიდენტ (ხანგრძლივი ცხოვრების უფლების მქონე) პირებთან სტაბილური სამოქალაქო ქორწინება აკავშირებთ (თუნდაც არა თანაცხოვრების სახით) და სურთ იტალიაში პარტნიორის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილას ან რეზიდენტობის ადგილას ჩასვლა; ასევე, ეროვნულ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენებისა და მათი თანხმლები პირებისთვის.

ზემოთ მითითებულისგან გასხვავებულ შემთხვევაში, “E” დანართში ჩამოთვლილი ქვეყნებიდან იტალიაში შესვლა/დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დასაბუთებული მიზეზებით (სამუშაო, ჯანმრთელობა, სწავლა, გადაუდებელი საჭიროება), რომლებიც მითითებულია მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტის 49-ე მუხლში.

იტალიაში შესვლის/დაბრუნების შემთხვევაში პირი ვალდებულია:

  • შეავსოს ელექტრონული ფორმულარი ადგილსამყოფელის თაობაზე (ე.წ. “Passenger Locator Form” – https://app.euplf.eu/#/). აღნიშნული ფორმულარი ჩაანაცვლებს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტის 50-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებულ დეკლარაციას, რომლის წარდგენა (ადგილსამყოფელის თაობაზე ციფრული ფორმულარის ალტერნატივის სახით) შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ტექნოლოგიური დაბრკოლებების შემთხვევაში;
  • შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს წარუდგინოს იტალიაში შესვლამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი, როგორც ეს განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს 2021 წლის 22 ოქტომბრის განკარგულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის b) პარაგრაფით;
  • იტალიაში შესვლისას შეატყობინოს ჯანდაცვის შესაბამის უწყებას, რომელიც კომპეტენტურია ამ კონკრეტული ტერიტორიისთვის;
  • დაექვემდებაროს 10 დღიან სავალდებულო იზოლაციას საკუთარ საცხოვრებელში და სამედიცინო კონტროლს;
  • აღნიშნული 10 დღიანი პერიოდის დასრულების შემდგომ, დაექვემდებაროს PCR ან ანტიგენით ტესტირებას;
  • პირს შეუძლია იტალიაში საბოლოო დანიშნულების ადგილამდე გადაადგილება მხოლოდ პირადი ავტოტრანსპორტით (ნებადართულია აეროპორტის ტრანსპორტით გადაადგილება აეროპორტის ტერიტორიიდან გაუსვლელად).

გარდა დეკლარირების აღნიშნული ვალდებულებებისა და, იმ შემთხვევაში, თუ არ გამოვლინდა COVID-19-ის სიმპტომები, მოქმედებს 51-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული სახლის პირობებში თვითიზოლაციისა და ტესტირების შედეგის წარდგენის ვალდებულებიდან გამონაკლისები (სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟისთვის; პერსონალისთვის; იტალიის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდისთვის, რომელიც 120 საათს არ აღემატება და განპირობებულია სამუშაოს, ჯანმრთელობის ან გადაუდებელი საჭიროებით. ამ პერიოდის დასრულებისთანავე პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ დატოვოს იტალიის ტერიტორია). ვალდებულებებისგან ნაწილობრივ თავისუფლდებიან იტალიაში მდებარე მთავარი ოფისისა და ფილიალის მქონე კომპანიებისა და ორგანიზაციების თანამშრომლები, მათი სამუშაო აუცილებლობიდან გამომდინარე გადაადგილებისათვის უცხოეთში, რომლის პერიოდი 120 საათს არ აღემატება (ეს პირები ვალდებულნი არიან შეავსონ ონლაინ განაცხადი ფორმა ადგილმდებარეობის შესახებ და იტალიაში შესვლამდე ჩაიტარონ PCRტესტი, მაგრამ თავისუფლდებიან თვითიზოლაციისა და შემდგომი ტესტირების ვალდებულებისგან). სახლის პირობებში თვითიზოლაციის ვალდებულებიდან გამონაკლისი ეხება ეროვნულ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენებსა და მათ თანხმლებ პირებს, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირობების გათვალისწინებით. დეტალური ინფორმაცია გამონაკლისების შესახებ იხილეთ ბმულზე: http://www.viaggiaresicuri.it/approfondimenti-insights/saluteinviaggio.

2021 წლის 18 ივნისის განკარგულების თანახმად, 6 წლამდე ასაკის ბავშვები განთავისუფლებული არიან PCR ან ანტიგენით ტესტირების ვალდებულებისგან, თუმცა ექვემდებარებიან თვითიზოლაციას. არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) პირები თავისუფლდებიან თვითიზოლაციის ვალდებულებისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ თან ახლავთ “კოვიდ პასპორტის” მქონე (http://www.viaggiaresicuri.it/approfondimenti-insights/saluteinviaggio) სრულწლოვანი პირი (მშობელი, ან სხვა თანმხლები პირი).

ნებისმიერ შემთხვევაში, მგზავრები მზად უნდა იყვნენ დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენისა და კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირების შესაძლო კითხვებზე პასუხისთვის.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 6 აგვისტოდან “ციფრული მწვანე სერთიფიკატის” (Green Pass), ან იტალიის უწყებების მიერ აღიარებული შესაბამისი სერტიფიკატის წარდგენა აუცილებელია იტალიის მთელ ტერიტორიაზე შემდეგი ადგილებისთვის:
1. დახურული ტიპის კვების ნებისმიერი ობიექტისთვის;
2. სპექტაკლების, ღონისძიებებისა და სპორტული შეჯიბრებებისთვის;
3. მუზეუმების, ინსტიტუტებისა და კულტურული ცენტრებისთვის;
4. სპორტული დარბაზების, გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრების, გასართობის პარკების, კულტურისა და დასვენების ცენტრების, სათამაშო დარბაზებისა და კაზინოებისთვის;
5. გამოფენების, კონფერენციებისა და კონგრესებისთვის.

2021 წლის 1 სექტემბრიდან “ციფრული მწვანე სერთიფიკატის” (Green Pass) ან შესაბამისი სერთიფიკატის წარდგენა აუცილებელია შემდეგ ტრანსპორტში ჩასხდომისთვის:
1. თვითმფრინავში;
2. რეგიონთაშორისი მიმოსვლის გემსა და ბორანზე (მესინის სრუტეს დამაკავშირებელი ტრანსპორტის გარდა);
3. “Intercity”-ს ტიპის და ჩქაროსნულ მატარებელში;
4. რეგიონთაშორისი მიმოსვლის ავტობუსში;
5. დაქირავებულ ავტობუსში (მძღოლის მომსახურებით).

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: Focus: Cittadini Italiani in rientro dall’estero e cittadini stranieri in Italia (esteri.it)