ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტო ICE-ს თბილისის წარმომადგენლობა ხელახლა გაიხსნა

იტალიის საელჩო საქართველოში მოხარულია გაცნობოთ, რომ ხელახლა გაიხსნა იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტო ICE-ს თბილისის წარმომადგენლობა, რომელიც საქართველოს დედაქალაქში მდებარეობს და სააგენტოს ICE -ს ბაქოს ოფისს ექვემდებარება.

ეს წარმომადგენლობა საქართველოში “იტალიური სისტემის” მნიშვნელოვანი დამხმარე რესურსია, რომელიც იტალიასა და კავკასიის რეგიონის ამ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების გაძლიერებას ემსახურება და ადასტურებს ქართული ეკონომიკის პოტენციალისა და ბაზრის მიმართ ნდობას.

წარმომადგენლობა მჭიდროდ თანამშრომლობს საელჩოს კომერციულ განყოფილებასთან იტალიური კომპანიების ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშესაწყობად და, ადგილობრივი ბაზრის უკეთ გაცნობისა და ახალი შესაძლებლობების გამოკვეთის მიზნით, ეწევა ინფორმაციის შეგროვებასთან, დახმარებასთან, პოპულარიზაციასა და ფორმაციასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

წარმომადგენლობასთან დაკავშირება შესაძლებელია სატელეფონო ნომერზე 00995.32.2222744 და ელ. ფოსტის მისამართის მეშვეობით tbilisi@ice.it