ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

პირველად თბილისში: ჯორჯო დე კირიკო, მეტაფიზიკური სამყაროს შემქმნელი

საქართველოს კვლავ სტუმრობს დიდი იტალიური ხელოვნება. გრძელდება იტალიის საელჩოს თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან – ამჯერად მნახველს შესაძლებლობა ექნება იხილოს გამოფენა “დე კირიკო, ეზოთერიკოსი. მოგზაური ორ სამყაროს შორის”, რომელიც ორი თვის განმავლობაში, 27 მარტიდან 27 მაისამდე, ღია იქნება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში (მის: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 11). თბილისში პირველად იქნება წარმოდგენილი მეტაფიზიკური მხატვრობის ფუძემდებლის, მეოცე საუკუნის “Pictor Optimus”-ად წოდებული, ჯორჯო დე კირიკოს უაღრესად საინტერესო და შთამბეჭდავი ნამუშევრები. ექსპოზიცია, რომელიც 14 სურათსა და 1 ქანდაკებას მოიცავს, დამთვალიერებელს სთავაზობს მოგზაურობას, რომელიც იწყება 1923 წლით დათარიღებული სურათით და სრულდება სამოცდაათიან წლებში შექმნილი მხატვრის ერთ-ერთი უკანასკნელი ფერწერული ნამუშევრით.

de chirico piazza ditalia

ამ გამოფენით შევეცადეთ წარმოგვედგინა დე კირიკოს იდუმალებით აღსავსე სამყაროს მთავარი თემები და ფილოსოფიური ასპექტები: ნატურმორტი, რომელსაც მხატვარი “უტყვს” უწოდებს; მანეკენი, რომელიც გაუცხოებისა და ეგზისტენციური მარტოობის სახეა; ხმელთაშუაზღვისპირეთის სინათლით სავსე ქალის სკულპტურული ფიგურები, ცხენების დაკუნთული სხეულების დინამიზმი და კლასიკური ხელოვნების რემინისცენცია; მეტაფიზიკური მოედნების ირეალური მდუმარება, მითოლოგიური არქეტიპები, სევდა, წუხილი და მოლოდინი. “მუდმივი მიბრუნება” რენესანსსა და ბაროკოსთან და საკუთარი ხელწერის ახლებური ინტერპრეტაცია. თავისუფლების სიყვარული. ზმანებები და სიზმრისეული სამყარო. ჯორჯო დე კირიკოს ნამუშევართა ექსპოზიციაში, რომელიც თბილისში პირველად წარსდგება, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანის ცხოვრება, ხედვა და სული იკითხება,” – განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი.

de chirico attesa

ჯორჯო დე კირიკოს შემოქმედება კლასიკური წარსულით საზრდოობს და თანამედროვე ხელოვნების ახლებულ ენას ქმნის. ანტიკური სამყაროთი, რენესანსის ხელოვნებითა და გერმანული რომანტიზმით მოხიბლულმა მხატვარმა, სივრცის ახალი კონცეფციისა და უჩვეულო ტექნიკის გამოყენებით, საოცარი და სევდანარევი სამყარო შექმნა, რომელსაც იდუმალებით მოცული გზებით, უხილავი, თითქმის ეზოთერული რეალობისკენ მივყავართ.

გამოფენა, რომლის ორგანიზატორები არიან იტალიის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სხვადასხვა ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ეს ინსტიტუციებია: იტალიური მხრიდან – იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა “VivereALL’italiana”, ქართული მხრიდან კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. გამოფენა, რომლის კურატორია ხელოვნებათმცოდნე მაურიციო ვანი, იმართება კულტურულ ასოციაცია “მეტამორფოზისთან” თანამშრომლობით. ეს ღონისძიება ბოტიჩელის, მიქელანჯელოს, ტიციანის, რენესანსის ეპოქის გენიალური მხატვრების, ბერნინისა და ბაროკოს დიდოსტატების, თანამედროვე იტალიელი მხატვრების შედევრების, ასევე, კარავაჯოსა და ლეონარდო და ვინჩისადმი მიძღვნილ გამოფენათა სერიის გაგრძელებაა. ამ ღონისძიებებმა, რომლებიც იტალიის საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა, დღემდე მნახველთა რეკორდული რაოდენობა, 120.000-მდე დამთვალიერებელი მიიზიდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები

 

de chirico cavalli bianchi

სტატიები და სიუჟეტები:

საქართველოს ეროვნული მუზეუმი – პრესრელიზი, 22.03.2019
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სტატია, 22.03.2019
ინტერპრესნიუსი – სტატია, 22.03.2019
იმედინიუსი – სტატია I, 24.03.2019
Sputnik Georgia – სტატია, 25.03.2019
ნეტგაზეთი – სტატია, 25.03.2019
PIA – სტატია, 25.03.2019
არტნიუსი – სტატია, 25.03.2019
News Georgia – სტატია, 25.03.2019
Geotimes – სტატია, 26.03.2019
9colonne – Articolo, 26.03.2019
რადიო ფორტუნა – სტატია, 26.03.2019
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სტატია II, 26.03.2019
ტვ იმედი – სიუჟეტი, 26.03.2019
იმედინიუსი – სტატია II, 26.03.2019
საქართველოს პრეზიდენტი – სიახლე, 27.03.2019
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სიუჟეტი, 27.03.2019